x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„მეცოცხე პროკურორები“ - მიშას მომხრეებმა პროკურორებს კანფეტები ესროლეს (ვიდეო)
image


„მეცოცხე პროკურორები“, – ამ შეძახილებით მიმართეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქმის პროკურორებს. საქალაქო სასამართლოს ფოიეში სიტყვიერი დაპირისპირების დროს სააკაშვილის პროკურორების მისამართით კანფეტებიც ისროლეს.


მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდზე, სადაც მას სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული ოთხი პირის შეწყალებას ედავებიან, მოსამართლე დღეს გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.


პროცესს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მათ შორის ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ცააძის და. მხარდამჭერებმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.



ირინა ცააძის განცხადებით, საქმის პროკურორები საქართველოს მოსახლეობას ატყუებენ.


0
139
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0