x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76252
  • ვიდეო:328904
  • სურათი:432455
"ცოტნეს ქვევრთან ატენის პაპისეული მარანი და მოხდილი ქვევრიდან ამოვარდნილი ღვინის სურნელი აკავშირებდა"

image

ცოტნე შერმადინი ახალგაზრდა მეღვინეა, ქვევრის შესანიშნავ ღვინოს წურავს­ - ორგანულსა და ჯანმრთელს. ცოტნეს ქვევრთან ატენის პაპისეული მარანი და მოხდილი ქვევრიდან ამოვარდნილი ღვინის სურნელი აკავშირებდა. პაპის შემდეგ მოგონება გაფერმკრთალდა, თუმცა ერთხელაც მასსა და მის ძმას ქვევრიდან ამოვარდნილმა სურნელმა თავი იმდენად მძაფრად შეახსენა, ცალ-ცალკე ჩაფიქრდნენ, რომ ქვევრს უნდა დაჰბრუნებოდნენ, თანაც პაპასავით - ნამდვილი ღვინით. როცა გადაწყვეტილება ერთმანეთს გაანდვეს, გაუკვირდათ კიდეც - რა ერთნაირად გვიფიქრიაო! თუმცა გასაკვირი ალბათ, არც არაფერი იყო, - მარანს, ქვევრსა და ღვინოს აქვს მისტიკა, რომლის გარეშე მათ ვერც ათასწლეულები

შევინახავდით და ვერც მომავალს გადავცემდით.

image

ცოტნე შერმადინი: - თვალწინ მიდ­გას, ­ პაპაჩემი ატენში­ ქვევრში რომ იდგა და ბლის ქერქის სარცხელით ან კრაზანათი რეცხავდა, მერე კი ნარეცხ წყალს ორხელით იღებდა... ამას რა დამავიწყებს. მერე რთული წლები დადგა, ბევრმა ქვევრის ღვინის დამზადება კიდევ ერთ ძნელ საქმედ ჩათვალა და თავი მიანება.­ პლასტმასის ჭურჭელშიც კი დაიწყეს ღვინის ჩასხმა, რამაც ქართული ღვინო გაანადგურა. დღესაც კი პლასტმასის კასრებში ღვინოს ბევრი აყენებს. იუნესკოს დადგენილებამ, რომელმაც ქვევრი მატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა, ამ საქმეს ნამდვილად უშველა - არცთუ­ ცოტა დააფიქრა, რომ მათი სიმდიდრე სხვებმა დაინახეს, თავად კი მივიწყებული ჰქონდათ. ასე რომ, ძველ მარანში ბევრი შევიდა, პაპისეული ქვევრიც გარეცხა და ღვინოც ჩაასხა.
ატენის პაპისეული ქვევრები რომ აღარ გვქონდა, 9 ქვევრი ჭიათურის სოფელ ტყემლოვანში ვიყიდეთ. იხილეთ მეტი

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0