x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,ჩუმი მკვლელი"- მიოკარდიუმის ინფარქტი
გულის შეტევა-უმრავლესობის აზრით მძიმე და მტკივნეული მდგომარეობაა. სხვათა შორის, დაავადება შესაძლოა პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და სერიოზული გართულებები და ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.

imageმიოკარდიუმის ინფარქტის 100 შემთხვევიდან 10-12 ლეტალურად სრულდება. რუსეთში ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი იღუპება ინფარქტით.

რა არის ინფარქტი?-ესაა გულის სისხლმომარაგების დარღვევა არტერიის თრომბოზის გამო. მისი ჩვეული სიმპტომები ასეთია: ძლიერი ტკივილი მკერდის არეში“რომელიც მარცხენა ხელზე, მხარსა და ყელის მარცხენა ნაწილზე ვრცელდება.ტკივილი შესაძლოა 15 წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდებოდეს.

სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, მძიმე შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია. მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა გულის შეტევის სიმპტომები არ აღგვენიშნება?


მიოკარდიუმის ინფარქტის “ჩუმი" ფორმა უფრო და უფრო ხშირდება.დიდ ბრიტანეთში მას ერთერთ მთავარ პრობლემად განიხილავენ. პაციენტები ექიმს მხოლოდ შეტევის შედეგად მიმართავენ, რომელიც უეცრად განუვითარდათ.


ცრუ სიმპტომები

ადამიანები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის ერთადერთი სიმპტომი მკერდის არეში წარმოშობილი ტკივილია. სინამდვილეში, გულის შეტევა შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამომჟღავნდეს. ხშირად კი ისე შეუმჩნევლად, რომ ექიმთან ვიზიტიც კი არ ჩათვალოთ საჭიროდ.

დაავადების სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევად ან კუჭის გრიპად აღიქვათ. ზოგიერთმა დაავადებამ კი შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომების შენიღბვაც კი გამოიწვიოს. მაგალითად, დიაბეტით დაავადებულებს ნერვული სისტემა ერღვევათ, რაც თავის მხრივ ტკივილის აღქმაზე ახდენს გავლენას და ასეთ პაციენტებს ინფარქტის “ჩუმი " ფორმა უფრო ხშირად უვითარდებათ.

კარდიოლოგთა ამერიკული ასოციაციის წევრები თვლიან, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის “ჩუმი " მიმდინარეობა შესაძლოა ტკივილისადმი მაღალი ამტანობით აიხსნას. დეკემბერში ასოციაციამ გამოაქვეყნა ნორვეგიელი მეცნიერების კვლევა, რომელიც 4849 პაციენტზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ის მონაწილეები, რომელთაც ინფარქტის “ჩუმი" ფორმა ჰქონდათ, გაცილებით დიდხანს და უკეთ უძლებდნენ სიცივეს, ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც გულის შეტევა კლასიკური ფორმით დაემართათ.

image

ქალებს “ჩუმი" ფორმა უფრო ხშირად აღენიშნებათ

ზემოთ აღნიშნული კვლევის მიმდინარეობისას ნორვეგიელმა მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ “ჩუმი" ფორმა ქალებს უფრო აღენიშნებოდათ. როგორც ჩანს ქალები დაავადების გაჩენას ვერ ამჩნევენ და თავის თავს რისკ-ჯგუფს არ მიაკუთვნებენ. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ გულის პრობლემა არ შეიძლება ჰქონდეს, მაშინ, როცა სტატისტიკის მიხედვით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შედეგად ორჯერ მეტი ქალი იღუპება, ვიდრე მკერდის კიბოთი.


დიაგნოზის დასმა

თქვენს ექიმს უკვე ელექტროკარდიოგრამით შეუძლია განსაზღვროს, გქონდათ თუ არა მიოკარდიუმის ინფარქტი წარსულში. ექოკარდიოგრამა კი დაგეხმარებათ განსაზღვროთ გულის კუნთების რომელი უბნები დაზიანდა ყველაზე მეტად.

თუ კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ თქვენ მიოკარდიუმის “ჩუმი " ინფარქტი გადაგიტანიათ, ექიმმა შესაძლოა დამატებითი გამოკვლევა დაგინიშნოთ, მაგ:კორონალური ანგიოგრმა.


პროფილაქტიკური ღონისძიებები

მიოკარდიუმის “ჩუმი" ინფარქტის პროფილაქტიკური ღონისძიებები არაფრით განსხვავდება იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც გულის დაავადებათა განვითარების პრევენციას ემსახურებიან. ესენია:ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური ვარჯიშების რეგულარულად შესრულება.

თამბაქო, ალკოჰოლი და ცხიმიანი, არაჯანსაღი საკვები- გულის მტრები არიან.

ადამიანი, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა, დიდი ალბათობით შესაძლოა ისევ დადგეს ამ პრობლემის წინ. ამ შემთხვევაში გამოთქმა “მეხი ერთ ადგილს ორჯერ არ ეცემა" უადგილოა. ინფარქტი წარუშლელ კვალს ტოვებს გულის მუშაობაზე.




0
659
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0