x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯესიკა ალბას საახალწლო საჩუქარი-მსახიობმა მესამედ იმშობიარა
image

ჯესიკა ალბას ფეხმძიმობის პროცესს აქტიურად თვალს ადევნებდა ყვითელი პრესა და საზოგადოება, ახალი წლის დამდეგს, 31 დეკემბერს ცნობილმა მოდელმა გააჩინა მესამე შვილი, ამჯერად ბიჭუნა, აღსანიშნავია, რომ მსახიობმა დაბადებისთანავე გადაუღო სურათი ჩვილს და სოციალურ ქსელში დადო ხელისმომწერთათვის, რომელსაც მილიონამდე მოწონება ხვდა წილად.

"ჰეის ალბა უორენი 12/31/2017-საუკეთესო საჩუქარი ახალი წლისთვის, კეში და მე დალოცვილებად ვგრძნობთ თავს, ხოლო ჰეივენი და ონორი უკვე შეყვარებულები არიან თავიანთ უმცროს ძმაზე"-წერს ჯესიკა ალბა.


ახალშობილს დაარქვეს ჰეისი, ამრიგად კეშის და ჯესიკას სამივე შვილის სახელი ასო "ჰ"-დან იწყება, მამამაც ვერ შეიკავა თავი და სოციალურ ქსელში გააზიარა ნანატრი ვაჟის დაბადება.


image

ჯესიკა ალბამ კეშ უორენი 2004 წელს "ფანტასტიკური ოთხეულის“ გადაღებებეზე გაიცნო, ისინი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო 2008 წლის მაისში დაქორწინდნენ, პირველი გოგონა ჯესიკას 2008 წლის 7 ივნისს შეეძინა, ხოლო 2011 წლის 13 აგვისტოს ჯესიკას და კეშს ეყოლათ მეორე ქალიშვილი, ჰეივენ გარნერ უორენი.

image

0
57
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0