საზოგადოება ჭკვიანი კამერები შსს-ს მოლოდინებს ამართლებს 2018, 3 იანვარი, 11:51 შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი "ჭკვიანი კამერები" უკვე შეიძლება ითქვას, წარმატებული აღმოჩდა - ფინანსურად. 61-მა ჭკვიანმა კამერამ ერთ თვეში (2017 წლის ნოემბრის თვე) 31 377 ჯარიმა დააფიქსირა და უკვე მილიონობით ლარი "გამოიმუშავა" ბიუჯეტისთვის-ნამდვილი გარღვევა ქართულ ეკონომიკაში. წესით და კანონით, ავტომობილების მფლობელებისგან ამოღებული ეს თანხა ისევ საგზაო ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს, მაგრამ ვინ იცის... თუმცა ფაქტია, ჭკვიანი კამერები ძალიან ბეჯითებიც აღმოჩდნენ. 95 შეფასება არ არის
|