x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
განსხვავდება თუ არა პირველყოფილი ადამიანის აზროვნება თანამედროვე ადამინის აზროვნებისგან ?


image

იმის გასაგებად თუ რა განსხვავებაა თანამედროვე და პირველყოფილი ადამინის აზროვნებას შორის, უნდა დავაკვირდეთ აზროვნების განვითარების პროცესს ბავშვებთან. (სტატიაში შევეხებით კოგნიტური განვითარების მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოცემული საკითხის ფარგლებშია მნიშვნელოვანი)


პიაჟეს თეორიის მიხედვით, კოგნიტური განვითარების პირველ საფეხურს სენსომოტორული სტადია ეწოდება. ამ სტადიაზე ბავშვები ეცნობიან საგნების ფიზიკურ თვისებებს. მთავარ მიღწევას წარმოადგენს საგნების მუდმივობის განცობიერება, ანუ ბავშვი ხვდება, რომ საგნები არსებობენ მუდმივად, იმისდა მიუხედავად აღიქვამენ მათ თუ ვერა.


მაგალითად, თუკი 5 თვემდე ბავშვს მისთვის საინტერესო, რაიმე საგანს გამოვართმევთ და დავმალავთ მის თვალწინ (გადავაფარებთ ნაჭერს) ბავშვი საგნის ძებნას არ დაიწყებს. ჩვილი ვერ აცნობიერებს საგნის არსებობას თუ მას ვერ ხედავს. იმისთვის, რომ ბავშვმა დაიწყოს საგნის მოძებნა, უნდა არსებობდეს ფსიქიკაში შესაბამისი საგნის რეპრეზენტაცია (მენტალური წარმოდგენა), რომელიც სენსომოტორული განვითარების მეორე ნახევარში ჩნდება. თუკი სენსომოტორულ სტადიაზე ბავშვის აზროვნება „მიბმულია“ ფიზიკურ სამყაროზე, შემდგომ პრეოპერაციულ სტადიაზე აზროვნება მენტალურ პლანში გადადის. ანუ ბავშვებში ჩნდება საგნების მენტალური წარმოდგენები და ამ საგნებზე გარკვეული ოპერაციების შესრულების უნარი. მაგალითად ბავშვს აქვს უნარი სიმბოლო, სიტყვა „ცხენი“ გამოიყენოს იმისდა მიუხედავად, ხედავს თუ არა ცხენს. შეუძლია ცარიელი ჭიქიდან „დალიოს“ და ა.შ. ანუ მოახდინოს იმიტირება.



ამ სტადიაზე თავის იჩენს ეგოცენტურლი აზროვნებაც– რაც გულისხმობს სამყაროსა და სხვების გამოცდილების საკუთარი თვალსაზრისით აღქმას. მაგალითად ბავშვებს სჯერათ, რომ ყველა იზიარებს მათ აზრებს, მოლოდინებს. თუკი ძაღლების ეშინიათ, ფიქრობენ, რომ ყველა ბავშვი იზიარებს ამ შიშს და ა.შ. პრეოპერაციულ სტადიაზე მსჯელობა და დასკვნები დამყარებულია არა ლოგიკური მიმართებებზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, არამედ თვალსაჩინო ხატებზე. მაგალითად თუკი 4 წლის ბავშვს ვანახებთ ორი ერთაერი ფორმის და ზომის ჭიქას, რომელშიც ერთნაერი რაოდენობის წყალი ასხია და მის თვალწინ ერთ ერთი ჭიქიდან წყალს უფრო მაღალ და ვიწრო ჭიქაში გადავასხამთ, ბავშვი გვეტყვის, რომ ვიწრო ჭურჭელში უფრო მეტი წყალი ასხია, მიუხედავად იმისა, რომ წყლის რაოდენობა არ შეცვლილა. ბავშვის დასკვნა ემყარება წყლის დონეს, მას არ აქვს უნარი გაითვალისწინოს სხვა ფაქტორები, ის, რომ მეორე ჭიქა უფრო ვიწროა და წყლის რაოდენობა არ შეცვლილა.


კოგნიტური განვითარების შემდეგი საფეხური კონკრეტული ოპერაციების სტადიაა, რომელიც გულისხმობს, რომ ბავშვს ლოგიკური მიმართებების დამყარება შეუძლია, მხოლოდ კონკრეტულ ობიექტებთან მიმართებაში, მას ჯერ აბსტრაქტული აზროვნების უნარი არ აქვს სათანადოთ განვითარებული. და ბოლო ფორმალური ოპერაციების სტადიაზე „არი“-დან აზროვნების გადატანა შესაძელებლი ხდება „რა შეიძლება მოხდეს“-ზე. სიტუაციების წარმოსახვისთვის გამოცდილება არ არის აუციელბელი, ანუ ვითარდება


ჰიპოთეტურ- დედუქციური მსჯელობა. ეს არის აზროვნების ის ფორმა, რომლის მეშვეობითაც რელური სამყაროს შემეცნებას ვახერხებთ მაქსიმალურად ზუსტად. კოგნიტური თეორიების მეშვეობით შესაძლებელი ხდება ფსიქიკური პროცესების შესწავლა „იზოლირებულად“, ჩვენ ვსწავლობთ, აზროვნებას, ემოციას, მეხსიერებას ისე თითქოს ისნი დამოუკიდებელი პროცესები იყოს, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მათი დაყოფა ჰიფოთეზურ ხასიათს ატარებს და რელურად ადამიანში ეს პროცესები ერთმანეთად გადაჯაჭვულად მიმდინარეობს. მაგალითად, ზრდასრული ადამიანი, რომელმაც ფორმალური ოპერაციების სტადიას მიაღწია, მისი აზროვნებაც არ არის ყოველთვის ლოგიკის კანონებზე დამყარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ასეთი აზროვნების უნარი. ამ ფენომენის ახსნა მხოლოდ კოგნიტური პროცესების მეშვეობით,


ფსიქოანალიტიკური თეორიის გარეშე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ფსიქოანალიზი ქმნის ხიდს პირველყოფილი ადამიანის აზროვნებასა და ლოგიკურ აზროვნებას შორის, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ. ლოგიკური აზროვნება ეს არის ცნობიერების „იარაღი“, რომლის „მიმართვაც“ შესაძლებელია გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ამასთან ერთად ადამიანში არსებობს აზროვნების უფრო პრიმიტიული ფორმები, რომელიც ლოგიკის კანონებს და რეალობას არ ითვალისწინებს. ანუ ლოგიკური აზროვნება არ ანაცვლებს განვითარების ადრეული საფეხურების აზროვნების ფორმებს, ის უბრალოდ დამატებითი ფორმა ხდება აზროვნების. რის საილუსტრაციოდაც კარგი მაგალითია ცრურწმენები, რომლებიც ინტელექტუალურ განვითარებასთან არ არის დაკავშირებული.



image


პირველყოფილი ადამიანის აზროვნების თავისებურებები


პირველყოფილი ადამიანის აზროვნების გასაგებად განვიხილოთ მაგიის ორი ჯგუფი. კონტაგიოზური და იმიტაციური მაგია. იმიტაციური მაგია გულისხმობს რწმენას, რომლის მიხედვითაც ადამიანმა უნდა მოახდინოს იმიტირება იმ მოვლენის, რისი მიღებაც უნდა. მაგალითად ფრეიზერი აღწერს რიტუალს, რომელსაც ქურუმები ასრულებდნენ რათა მზის ღმერთ რას დახმარებოდნენ მისი დაუძინებელი მტრის, აპეპის დამარცხებაში, რომელიც ყოველ ღამე თავს ესხმოდა რას. რიტუალი ცვილისგან აპეპის გამოსახულების შექმნაში და მის განადგურებში მდგომარეობდა.



კონტაგიოზური მაგია კი იმიტარული მაგიისგან განსხვავებით მხედველობაში იღებს არა მსგავსებს არამედ სივრცეში კავშირს, ურთიერთშეხებას. მაგალითად მტრისთვის ზიანის მისაყენებლად საჭირო ხდება დავეუფლოთ მის თმებს, ფრჩხილებს ტანსაცმელს, რომლებზეც გარკვეული მოქმედებები უნდა შევასრულოთ. პირველყოფილი ადამიანების წარმოდგენით კანიბალიზმის გზით ისნი იღებდნენ იმ თვისებებს, რომლებიც ამ პირს ეკუთნოდა. ამ რწმენის საფუძველზე წარმოიშვება შეძღუდვები კვებაში გარკვეული პირობების დროს. მაგალითად ორსულობის დროს ქალმა თავი უნდა აარიდოს გარკვეული ცხოველების ჭამას, რადგანაც მის ბავშვში არ გადმოვიდეს არასასურველი თვისება.(მაგალითად სიმხდალე)


თანამერდროვე ადამიანებისთვის ეს რწმენები რაღაც გაუგებარს წარმოადგენს და ფიქრობს, რომ ასეთი აზროვნებისგან შორს დგას. თუმცა ის უფსკრული, რომელსაც ერთი შეხედვით ვხედავთ თანამედროვე ადამიანის აზროვნებასა და პირველყოფილი ადამიანის აზროვნებას შორის მოჩვენებითია. მაგალითად პირველყოფილი ადამინისთვის დამახასიათებელია რწმენა, ბუნების განსულიერების შესახებ, რაც თანამაედროვე ადამინს უცნაურად და გაუგებრად ეჩვება და იცის, რომ ბუნების მოვლენები ფიზიკური სამყაროს კანონებს ექვემდებარება და არა სულებს. მაგრამ ის მაინც არ ამბობს უარს რწმენაზე ადამიანის განსულიერების შესახებ. ბუნებრივია ამ მოვლენის ახსნა არ უნდა მოვახდინოთ აზროვნების განვითრების, რომელიმე სტადიაზე შეჩერებით. მაშინ გაუგებარი იქნებოდა თუ, რატომ იყენებს ადამიანი ერთ სიტუაციაში ლოგიკურ აზროვნებას და სხვა შემთხვევაში ირაციონალური რწმენების მიმდევარი ხდება. ფროიდის მიხედვით ყველაფერი გასაგები გახდება თუკი გავითვალისწინებთ სურვილების ზეგავლენას აზროვნებაზე. მაგალითად რწმენა, რომლის მიხედვითაც ადამიანში სული არსებობს აუქმებს სიკვდილს, რომლისაც ასე ეშინია ადამიანს. პირველყოფილი ადამიანისთვის კი, სამყაროს განსულიერება „მომგებიანი“ იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას შეეძლო სულების მართვა გარკვეული რიტუალებით, მაგიით. აზროვნება, როგორც უნარი გადაჭრა რაიმე პრობლემა, დაეუფლო სამყაროს, დგება ფსიქოლოგიური დაცვის სამსახურში, და კონტროლის ილუზიით მოაქვს ფსიქოლოგიური კომფორტი. მაგალითად ობსესიური ნევროტიკი, რომელიც იტანჯება რწმენით, რომ თუკი ხელებს არ დაიბანს გამუდმებით, მას რაღაც დაავადება შეეყრება „იყენებს“ „აზროვნებას“ როგორც ფსიქოლოგიურ დაცვას. ერთი შეხედვით სწორედ აზრი, რომ „ხელების დაბანის გარეშე რაღაც დამემართება“ არის შფოთვის მიზეზი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს აზრი იძლევა საშუალებას შფოთვის გაუქმებისთვისაც, ხელების დაბანის გზით. ანუ შიში, რომელსაც არ აქვს ობიექტი და ადამიანმა არ იცის რისი ეშინია, არის უფრო აუტანელი მდოგმარეობა ვიდრე შიში რაღაც კონკრეტულის. და სწორედ ამ სამუშაოს ასრულებს ფსიქიკა აზროვნების მეშვეობით ობსესიური ნევროზის დროს. შიშის ნამდვილი მიზეზი, რომელიც არაცნობიერშია გადაინაცვლებს, მაგალითად ბაქტერიების შიშზე და ხელების დაბანის საშუალებით ადამიანს აძლევს შესაძლებლობას აკონტროლოს ეს შიში. პირველყოფილი ადამიანის აზროვნების უკეთ გასაგებად უნდა გავიხსენოთ ისეთი მოვლენაც, როგორც სიზმარია. სიზმარში რეალობის პრინციპზე დაფუძნებული აზროვნება უკან იხევს და ისეთ ადრეულ ეტაპზე ათვისებული უნარები, როგორიც მაგალითად საგნების მუდმივობაა, უქმდება. სიზმრის მუშაობა ექვემდებარება სურვილებს და არა ფიზიკური სამყაროს კანონებს, სიზმრებში ჩვენ დავფრინავთ, არსაიდან ვაჩენთ საგნებს და სანამ არ გავიღვიძებთ ამ მოვლენებში გასაკვირი არაფერია. სიზმარი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც რეგრესი, სადაც სურვილზე დამყარებული აზროვნება ბატონობს ლოგიკურ აზროვნებაზე, გაღვიძების შემდეგ კი ვუბრუნდებით განვითარების დროს შეძენილ, აზროვნების მაღალგანვითარებულ ფორმას და გვაოცებს სიზმარი. მაგარამ ასეთი რეგრესი აზროვნების ადრეულ ფორმებზე არა მხოლოდ სიზმარში არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხდება, მაშინ როდესაც შფოთვასთან გამკლავებისთვის ან სურვილის ასრულებისთვის ფსიქიკა სხვა გზას ვერ ნახულობს. განსხვავება პირველყოფილი ადამაინის აზროვნებასა და თამედროვე ადამიანის აზროვნებას შორის რაოდენობრივია, იმ თვალსაზრისით, რომ თუკი პირველყოფილი ადამიანი სამყაროს ახსნისთვის იყენებდა ფსიქოლოგიურ კანონებს და მათ პროეცირებას ახდენდა გარესამყაროზე, თამედროვე ადამიანში სამყაროს ასეთი ახსნა „მინიმუმადეა“ დაყვანილი. მაგალითად ჩვენ უარი ვთქვით ბუნების განსულიერების იდეაზე და საკუთარი აზრების ყოვლისშემძლეობაზე, „დავთმეთ“ ბუნების კონტროლი, ლოგიკის სასარგებლოდ, თუმცა არა მთლიანად, ეს ყოვლისშემძლეობა ღმერთს მივანიჭეთ და ღმერზე ზეგავლენის გზით (ლოცვა, რიტუალები) ან რწმენით, ღმერთის კეთილშობილების შესახებ, დავიტოვეთ ფსიქოლოგიური კომფორტის სივრცე. იმ ადამიანებშიც კი ვინც მეცნიერული შეხედულებებს იზიარებს სამყაროს და ადამიანის შესახებ, შენარჩუნებულია ირაციონალური, პრიმიტიული რწმენები, რომლებიც უბრალოდ ფორმას იცვლის და ერთი შეხედვით ძნელი აღმოსაჩენია. მაგალითად რწმენა მეცნიერების და ადამიანის გონიერების შესახებ შეიძლება იგივე ფსიქოლოგიურ ფუნქციას არსრულებდეს, რასაც რელიგიური ადამიანისთვის ლოცვის ძალის რწმენა.



0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:ინსაიტი
ინსაიტი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0