x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რამდენიმე ფაქტი წიწვოვანი ხეების სასარგებლო თვისებების შესახებ
image

დიდ ქალაქებში წიწვოვან ხეებს იშვიათად შეხვდებით; თუმცა მეგაპოლისების მცხოვრებლებს ისინი ძალიან სჭირდებათ კარგი ჯანმრთელობისათვის და დაავადებებთან საბრძოლველადაც კი.


1. თავისუფალი სუნთქვა

ცნობილია, რომ ჰაერი წიწვოვან ტყეში მთლიანად გაჯერებულია ფიტონციდებით - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურების უნარი. ისინი გამანადგურებლად მოქმედებენ ტუბერკულოზის ჩხირზეც. სწორედ ამიტომ ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმებს ფიჭვნარებში აშენებენ.


მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ 1 კუბური მეტრი ჰაერი წიწვოვან ტყეში შეიცავს არაუმეტეს 200-300 ბაქტერიას. იმ ჰაერთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ საზოგადოებრივ ტრანსორტში, წიწვოვანი ტყის ჰაერი პრაქტიკულად სტერილურია!

წიწვოვან ტყეში სეირნობა ხსნის დაღლილობას და ნერვულ დაძაბულობას, ხელს უწყობს გაზთაცვლის გააქტიურებას ფილტვებში, შესაბამისად, აუმჯობესებს სუნთქვას.


2. საახალწლო განწყობა

საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე ნაძვის ხის მორთვა რუსეთში პეტრე პირველის დროს დაიწყეს. პეტრე პირველმა ეს ტრადიცია ევროპელი მეზობლებისგან გადმოიღო. სამეფო ბრძანებულებაში ეწერა:„მთავარი სავალი ქუჩების სახლებსა და ჭიშკრებზე გაკეთდეს მორთულობა ფიჭვით, ნაძვით, ღვიით...“


3. ავიტამინოზის საწინააღმდეგო საშუალება

დადასტურებულია, რომ წიწვი შეიცავს პროცენტულად იმდენივე ცე ვიტამინს, რამდენსაც შავი მოცხარი და ქაცვი, და 7-ჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი. ცე ვიტამინის გარდა წიწვი ასევე შეიცავს პროვიტამინს A(კაროტინი), E, K, P, B1, B2, B6, PP და H. შემადგენლობით წიწვი არათუ არ ჩამორჩება ფარმაცევტულ მულტივიტამინებს, არამედ აღემატება კიდეც მათ, რადგან მასში ყველა ვიტამინი ნატურალურია.

0
105
5-ს მოსწონს
ავტორი:მან65
მან65
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0