x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
შავი საქორწილო ტორტი, შოკოლადის რუკა და კულინარიული ხელოვნების 2017 წლის სხვა საუკეთესო ნიმუშები
კულინარიაში გემოსთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კერძების ლამაზად მირთმევა და ეს ერთგვარ ხელოვნებასაც კი წარმოადგენს, ამასთანავე ხელოვნების ეს დარგი განუწყევტლივ ვითარდება და ყოველწლიურად გვახარებს საინტერესო, ორიგინალური გადაწყვეტებით. კულინარიის ოსტატები დროდარდო ისეთ შედევრებს ქმნიან, რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხელოვნების ამ ნიმუშების შეჭმა. სწორედ ასეთ შედევრებს გაგაცნობთ დღეს.



image



მაშ ასე, თქვენ წინაშეა 2017 წლის კულინარიული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები


1. ავოკადოაზე ამოჭრილი ფიგურები-ჯენ კემპბელი



image


ჯენი ავოკადოს კურკებზე ჭრის ტოტემის ფორმის გასაოცარ ფიგურებს და მინიატურულ სტატუებს. საკვებად ეს ფიგურები ნაკლებად გამოდგება, თუმცა ისინი გასაოცარი სილამაზისაა.


2. შაქრის ყვავილები-მეგი ოსტინი


image


კონდიტერი მეგი ოსტინი შაქრის პუდრით გასაოცარ სუპერრეალისტურ ყვავილებს აკეთებს ტორტებისა და დესერტების მოსართავად. ყვავილები საოცრად ცოცხლად გამოიყურება.


3. ფსიქოდელური ვეგეტარიანული სმუზები-რეიჩელ ლორტონი


image

რეიჩელ ლორტონი ქმნის ფსიქოდელურ სურათებს სმუზის საფუძველზე, რისთვისაც იყენებს კაშკაშა ფერებს, მცენარეულ მოტივებს და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს. ასეთნაირად გაფორმებული კერძები საოცრად ლამაზად გამოიყურება და ჯანსაღ საკვებსაც წარმოადგენს.


4. შოკოლადისაგან დამზადებული ქალაქის რუკა


image

კომპანია Nisnas Industries მეორე კომპანიასთან Tamtik Chocolate-თან ერთად ქმნის შოკოლადის ფილებს, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქების რუკების ფორმა აქვს.


5. მათემატიკური ტორტები-დინარა კასკო


image

დინარა წარსულში ცნობილი არქიტექტორი გახლდათ, ამჟამად კი ის საკონდიტრო საქმითაა დაკავებული და ქმნის მათემატიკური ჟანრის გასაოცარ ტორტებს.


6. სმუზი-სურათები, რომლებიც იჭმება-ჰეიზელ ზაქარია


image

ჰეიზელი სმუზის საფუძველზე ქმნის მხატვრულ ტილოებს. მის ნახატებზე თქვენ ნახავთ სიმპათიურ ცხოველებს და მასობრივი კულტურის პოპულარულ ელემენტებს.


7. ფერადი პასტა-ლინდა მილერ ნიკოლსონი


image

ლინდა მილერს მეორენაირად "კულინარიის ლედი გაგას" ეძახიან. ლინდას მიერ ხელით დამზადებული პასტა ბუნებრივი საღებავებითაა შეღებილი და გასაოცარი ორნამენტებით დამშვენებული. ამასთანავე, ის სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა.


8. სამგანზომილებიანი ლატე-დაფნა ტანი


image

სინგაპურელი 17 წლის მხატვარი დაფნა ტანი თავისი შედევრების შესაქმნელად იყენებს შვრიის ფქვილს, სოიოს რძეს და წყალს. სწორედ ამ სქელი ქაფისებრი მასისაგან იქმნება ლატეს ფინჯნის მოსართავი სხვადასხვა ფიგურები.


9. ნამცხვრები ჯოხებზე-რეიმონდ ტანი


image

თვითნასწავლი კონდიტერი რეიმონდ ტანი აცხობს ესკიმოს ფორმის გემრიელ ნამცხვრებს საინტერესო ფიგურებით. მათ აქვთ კაშკაშა ფერი და ორიგინალური დიზაინი.


10. ორნამენტებიანი ღვეზელები-კარინ ბოშეკი


image

ეს არის არაჩვეულებრივი სილამაზის შინაური ღვეზელები. ოსტატი ცომით აკეთებს სხვადასხვანაირ ნაყშებს-გეომეტრიული ფორმიდან დაწყებული ბუნებრივით დამთავრებული, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს საოცრად ლამაზად გამოიყურება.


11. მხატვრული ტოსტები-ეიკო მორი


image

ეიკო მორის ინსტრუმენტებს წარმოადგენს კბილის ჩხირები, კოვზი და პერგამენტის ქაღალდისგან დამზადებული საკონდიტრო ტომარა.


12. შავი საქორწილო ტორტები--2017 წლის ტრენდი


image

გასულ წელს გოთიკურ ქორწილებში მეტად პოპულარული იყო შავი ფერის საქორწილო ტორტები. ლამაზი, მაგრამ უცნაურია, არა?


13. ტორტი ''ფუნჯების ნამტვრევები''-საკონდიტრო Kalabasa


image

ამ ტორტის მხატვრული დიზაინი მოსკოველ კონდიტერებს ეკუთვნით.


14. მინიატურული მრავალსარულიანი ტორტები-რეიჩელ დიუკი


image

რეიჩელ დიუკი საკონდიტრო ხელოვნებას შესანიშნავად უხამებს მინიატურიზაციას, ქმნის რა ციცქნა ტორტებს, რომლებიც ხელისგულზე ეტევა; სამწუხაროდ, მათი ჭამა შეუძლებელია: ტორტები პოლიმერული თიხისგანაა დამზადებული.


15. სუკულენტებით მორთული ნამცხვრები- საკონდიტრო Ivenoven


image

ჯაკარტაში მდებარე ეს საკონდიტრო ტორტებს და დესერტებს რთავს სუკულენტებით-წყალმცენარეებით. რა თქმა უნდა, ეს ნამცხვრები იჭმება და როგორც ამბობენ, საკმაოდ გემრიელია.


16. მხატვრული ორცხობილა-ჰოლიფოქსი


image

ლოს-ანჟელესელი მხატვარი ჰოლი ფოქსი აცხობს მხიარულ, ფერად, სიმპათიურ ორცხობილებს.


17. ტორტი "რუბიკის კუბიკი"-სედრიკ გროლე


image

კულინარიის გენიოსმა სედრიკ გროლემ რუბიკის ცნობილი სათამაშო გადააქცია 27 სხვადასხვა გემოს მქონე ტორტის ნაკრებად და ისინი ერთ მთლიანობაში გააერთიანა.


18. ცხოველების ფორმის ნამცხვრები-Melly Eats World


image

Melly Eats World-ის კულინარიული ოსტატები ქმნიან გოჭების, პანდების, კურდღლების და სხვა ცხოველების ფორმის ნამცხვრებს.


19. ლაზერული ნაყშები სუშისათვის განკუთვნილ ნორის ფოთლებზე - I & S BBDO და Umino Seaweed

image

ნორის ფურცლებზე გაკეთებული ეს გასაოცარი კოლექცია კომპანია I & S BBDO და Umino Seaweed-მა წარმოგვიდგინა. თითოეული დიზაინი წარმოადგენს ცალკეულ მოტივს ან სიმბოლიკას იაპონიის ისტორიიდან.


20. მხატვრული ლატე-კანგბინ ლი


image

ბარმენი კანგბინ ლი ლატეს ქაფს იყენებს ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად, რომელსაც არტ-კრემი ეწოდება. ლი ფრთხილად ამატებს ლატეს სხვადასხვა ნატურალურ საღებავს და ხატავს მასზე სურათებს-ყვავილებს, ცხოველებს, პეიზაჟებს, დისნეის პერსონაჟებს და ცნობილი მხატვრების ტილოების ასლებსაც კი. ფოტოზე თქვენ ხედავთ ვან გოგის "ვარსკვლავებიან ღამეს".

1
138
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
138
  
2018, 3 იანვარი, 11:35
ვიფიქრე მე-14 გავსინჯავდითქო და გამიცრუვდა იმედი :( როგორც ყოველთვის სტატია უმაღლესია
0 1 1