x
მეტი
  • 17.10.2018
  • სტატია:81676
  • ვიდეო:333737
  • სურათი:438849
იანვრიდან ძველი 50-თეთრიანი მონეტა გაუქმდა

image

1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას 1 იანვრიდან გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ აქვს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.


2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (მისამართი: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 72).


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში.


2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისგან და მისი დიამეტრია 24 მმ, ხოლო წონა 6, 5 გ-ია. ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი "2006", ხოლო რევერსზე - ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "50" და წარწერა "თეთრი".


გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრისით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia" და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

0
314
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0