x
image
ნინო ბაისონაშვილი
საპროტესტო აქციები ირანში : კრიზისის მიზეზები
გასული ხუთშაბათიდან, ცნობილია, რომ ოც ადამიანზე მეტი გარდაიცვალა ირანის საპროტესტო აქციების შედეგად. მანიფესტაციები ეკონომიკური მოტივებით დაიწყო, მოქალქეები პროდუქტზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით მანიფესტანტებმა, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკური მოთხოვნებიც დააყენეს და აქციებმა საბოლოოდ ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო.


image

გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც დღეს ირანში ხდება, არის ხალხის რეაქცია იმ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე, რომელშიც დიდიხანია ცხოვრება უწევთ ირანელებს. უმუშევრობამ საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ. ბოლო დროს, ირანის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა, ეს ადამიანები შრომით ბაზარზე გამოვიდნენ, მათი დასაქმება კი იოლი საქმე სულაც არ აღმოჩნდა. ირანის ეკონომიკის 80% საჯარო სექტორზე მოდის და, შესაბამისად, მას არ გააჩნია უნარი, რომ ყოველწლიურად დაასაქმოს 800 000 ადამიანი, მითუმეტეს, დიპლომირებულები. ირანში, მაგალითად, ინჟინერია საკმაოდ პოპულარულია. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები სამუშაო ადგილებს ვერ პოულობენ, შემდეგ იძულებული ხდებიან მცირე სამუშაოებს დათანხმდნენ ან საზღვარგარეთ შეეცადონ პროფესიული თვითრეალიზაცია. შედეგად, ახალგაზრდა დიპლომირებულების უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია :ის 30-40%-ს შორის მერყეობს.

მეორე მიზეზი ხალხის უნდობლობაა მთავრობის და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ჰასან როჰანის ხელისუფლებას ხალხის ნდობის დასაბრუნებლად და ამ პესიმიზმის შესაცვლელად, გადაჭარბებაში არ ჩაგვეთვლება, თუ ვიტყვით, რომ თითქმის არაფერი გაუკეთებია. როჰანის ხელისუფლება ხელს მხოლოდ მასთან დაახლოებულ პირებს და ახლობლებს უწყობდა, 2013 წლიდან კი კონცენტრირდა ატომურ შეთანხმებაზე. 2016 წელს მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, რადგან ირანმა დიდი რაოდენობით ნავთობის საექსპორტოდ გატანა შეძლო. ამ გზით ეკონომიკა ცოტა მოძლიერდა, მოსახლეობას სჯეროდა, რომ თვითონაც ისარგებლებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ის, რაც დღეს ხდება როჰანის რეჟიმით იმედგაცრუებული ხალხის რეაქციაა. საშუალო კლასს, რომელსაც ქუჩაში გასვლას არჩევნების გზით ურჩევნია ხელისუფლების შეცვლა, უბრალოდ, სხვა გზა არ დაუტოვეს.




image

თეთრი სახლი ირანში მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ირანელი ხალხის ნებას. დონალდ ტრამპმა კი “ტვიტერის“ საშუალებით გააჟღერა, რომ მთავრობა ვალდებულია პატივი სცეს თავისი ხალხის უფლებებს.

image


კორუფციული რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით მანიფესტაციები გრძელდება. “ბიბისის“ ინფორმაციით, გუშინ ღამით მომხდარ საპროტესტო აქციას, მინიმუმ, ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


1
94
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
94
  
2018, 31 აგვისტო, 18:28
შტატებმა თუ ამათ არ მიხედა დროზე, მაშინ რუსეთ-ჩინეთ-ირანი სერიოზული "ტროიკა" შეიკვრება, რომლის მორევაც ცოტა გაუჭირდება. მაინც მოერევა, მაგრამ სერიოზულად დაიძაბება სიტუაცია.
0 1 1