x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საშობაო ორცხობილა

მთელს მსოფლიოში არ არსებობს ჯემიან ორცხობილაზე უკეთესი ორცხობილა. ამაში, ალბათ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება. საერთოდ, ეს წვრილმანი ნამცხვარი მომენტალურად იჭმევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხობის დროს, ოჯახის წევრები სახლში არიან და ღუმელიდან გამოსული ვანილის სუნი მაგნიტივით იზიდავთ მათ სამზარეულოში. გამომცხვარი ორცხობილა სწრაფად ცივდება და მომენტალურად «ქრება».

ტრადიციულად, შობისთვის კექს აცხობენ, ქიშმიშით და თხილეულით. მაგრამ, მასთან ერთად, თუ საშობაო ორცხობილასაც გამოვაცხობთ, ოჯახის წევრებს და სტუმრებს გავახარებთ და სუფრაც უფრო მრავალფეროვანი იქნება.

ამ რეცეპტით, ორცხობილის მომზადება მარტივია და მითითებული მასალით, 26-30 ცალი ორცხობილა გამოდის.


image

ინგრედიენტები:

ფქვილი – 250 გრ.
გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ.
შაქარი – 100 გრ.
მარილი – 1 მწიკვი
ვანილიანი შაქარი – 1 პაკეტი
კვერცხის გული – 3 ცალი დიდი ან 4 ცალი პატარა
კარაქი – 150 გრ.
მარწყვის ან ჟოლოს ჯემი – 175 გრ.
შაქრის პუდრა, მოსაყრელად – 3 ს. კ.


მომზადება:

image

I. ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი და ვანილიანი შაქარი > დაუმატეთ კვერცხის გული და პატარა კუბიკებად დაჭრილი კარაქი > სწრაფად მოზილეთ ცომი > გააკეთეთ მისგან გუნდა > გაახვიეთ სამზარეულოს აპკში და მაცივარში მოათავსეთ 30 წუთი.
II. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ცომი ერთხელ კიდევ გადაზილეთ, რომ ცოტა შეთბეს და დარბილდეს > გაყავით რამდენიმე ნაწილად და თითოეულ ნაწილს ძეხვის ფორმა მიეცით > დაჭერით და ბურთულები გააკეთეთ > თითოეული ბურთულა ზემოთ და ქვემოთ შეაბრტყელეთ და ერთ მხარეს ჩააღემავეთ > მოათავსეთ მაფინის ქაღალდზე ან პატარა ზომის საცხობ ქაალდზე (ზომა ორცხობილაზე ცოტა მეტი უნდა იყოს). ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ვიდრე გამოაცხობთ, ორცხობილები მაცივარში 30 წუთით უნდა მოათავსოთ და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა-გადმოტანისას, ფორმა არ დაკარგოს.
III. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ორცხობილები, თავის ქაღალდებიანად, საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ და გამოაცხვეთ 17-20 წთ. მანძილზე 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. ცხობის პროცესში, შეიძლება, ორცხობილის ჩაღრმავებული ნაწილი ამოიწიოს და ამიტომ, როგორც კი ღუმელიდან გამოიღებთ, კოვზით ფრთხილად ჩატკეპნეთ, ისე რომ, ზედაპირი არ დააზიანოთ.
IV. გაციების შემდეგ, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
V. შეათბეთ ჯემი ტაფაშუ და ჩაის კოვზით, ამოავსეთ ორცხობილას ჩაღრმავებული ნაწილი.

image

image

image

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!!! მრავალს დაესწარით!

image

0
323
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0