x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კურიოზი, რომელიც დღეს შემემთხვა საკუთარ ქალაქში, ვფიქრობ გაგამხიარულებთ

image მოსიარულე "თავგადასავალი" ვარ რა!
სოფელში შობას ღორის დაკვლას ვაპირებთ და მამამ მთხოვა ბაზარში გაიარე და კარგი ხარისხის ბასრ დანას მოგცემს ესა და ეს კაცი, ფული გადახდილი მაქვსო (სამხედრო დანების მეტი რა გვაქვს ქალაქშიც და სოფელშიც, მაგრამ მათ ტაბუ ადევთ სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად მამას გადაწყვეტილებით).
მოკლედ ბაზრის წინ გავაჩერე მანქანა, შევედი ბაზარში და კითხვა–კითხვით მივაგენი იმ კაცს ვისთანაც გამგზავნა მამამ. გამოვართვი მართლაც, საოცრად ლამაზად გაკეთებული დანა, რომელიც ძალზე ბასრიც აღმოჩნდა. მოვდივარ და მომაქვს ეს მოზრდილი დანა, ვერსად მისი შესახვევი ქაღალდი ვერ მოვიძიე, როგორც იქნა ჩურჩხელების ყიდვისას ვთხოვე და ასაკოვანმა ქალბატონმა ჩურჩხელების შეხვევის მერე ცალკე დანაც შემიხვია.
გამოვედი ბაზრიდან, პულტით მანქანა გავაღე, ჩურჩხელები ჩავდე და ამ დროს ქაღალდიდან დანა გამოსრიალდა და დაბლა დავარდა.
იქვე მდგარი საპატრულო ეკიპაჟიდან ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა გადმოხტა და ჯერ თავისი თავი ვინაობა თქვა, მერე მეუბნება უნდა დაგაჯარიმოთო.
მანქანა პარკირების ადგილზე მიყენია, ნასვამი არა ვარ და რაზე ან რისთვის უნდა დამაჯარიმოთ მეთქი ვეკითხები.
დანის ტარებაზეო, მერე ეს ჯიბეში მედო თუ უბეში ვმალავდი, რას მეუბნები მეთქი!?
ავიღე ეს დანა ახალგაზრდა ძალოვანს ვეუბნები: რეგისტრატორი მიყენია მანქანაში და მოდი ვნახოთ მანქანიდან გასვლისას ეს დანა მქონდა თუ არა მეთქი!
ეტყობოდა ახალი, რომ იყო და არ მიცნობდა, ზუგდიდი პატარა ქალაქია და პატრულის თითქმის ყველა თანამშრომელს ვიცნობ.
ერთი სიტყვით არ ჩერდება ეს ახალგაზრდა და ვხედავ მისი მეწყვილე მოდის, რომელიც შორიდან მიცნობს.
მოვიდა, დღესასწაული მომილოცა, მივულოცე და კითხულობს რა ხდებაო?
ეს თქვენი მეწყვილე მაჯარიმებს ბაზარში ნაყიდი დანის გამო მეთქი, რომელიც იმხელაა ვერც ჯიბეში ჩაიდებ და ვერც უბეში შეინახავ, შობა მოდის და ღორის დასაკლავად ვიყიდე მეთქი.
აუვარდა სიცილი ამ ნაცნობ პოლიციელს და ცოტა, რომ დაწყნარდა მეწყვილეს ეუბნება: ძირს დავარდნილი დანა დაინახე და ქურთუკის ქვეშ "გლოკის" პისტოლეტი არ შეგიმჩნევია (ოფიციალურად მაქვს ტარების უფლება), კიდევ კარგი ბანდიტი არ შეგხვდა, თორემ გაგიხვრეტდა შუბლსო.
ბოდიში მოიხადა მეწყვილის ნაცვლად, ბედნიერი დამდეგი შობა მისურვა და მანქანისაკენ წავიდა. მეც სახლში წამოვედი და აგერ მოგახსენეთ ეს კურიოზი.

0
414
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0