x
მეტი
  • 22.01.2018
  • სტატია:73315
  • ვიდეო:326339
  • სურათი:428942
ახალი წლის ღამეს მოზარდმა საკუთარი ოჯახი ამოწყვიტა

image

წინასწარი მონაცემებით მოზარდმა გამოიყენა იარაღი, რომელიც ოჯახს ეკუთვნოდა.


აშშ-ში, მონმუტის ოლქში, შტატი ნიუ-ჯერსი, 16 წლის მოზარდმა ნახევრადავტომატური შაშხანით ამოწყვიტა საკუთარი ოჯახი:დედ-მამა, უფროსი და და სტუმარი, ოჯახის მეგობარი.

imageფოტოზე: კოლოგების ოჯახი, ცენტრში ტრაგედიის მოწყობი 16 წლის მოზარდი.


მოზარდმა ცეცხლი გახსნა ახალი წლის დადგომამდე 17 წუთით ადრე, სამართალდამცავები ჯერჯერობით არ ახმაურებენ ოჯახის ზუსტ მისამართს, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ ტრაგედიას გადაურჩნენ პაპა-ბებია და ძმა, რომლებიც იმ მომენტში სახლში არ იყვნენ.


დაღუპულები არიან:მამა- 42 წლის სტივენ კოლოგი, დედა-42-ის ლინდა კოლოგი, 18 წლის და-ბრიტანი და ოჯახის სტუმარი მერი შულცი 70-ი წლის.

imageფოტოზე:18 წლის ბრიტანი კოლაგი


სამართალდამცავები არკვევენ ტრაგედიის მიზეზს, როგორც მონმუტის ოლქის პროკურორატურის წარმომადგენელმა კრის გრამიჩიომ აღნიშნა, 16 წლის მოზარდი გასამართლდება როგორც ზრდასრული, მას ბრალი უახლოეს 48 საათში წარედგინება.იუწყება NBS News

image


2
284
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
2 იანვარი, 13:26
კარგი სტატიაა. ბრავო!
0 1 2