x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ეთერს უბრუნდება და საკუთარ გადაცემას დაიწყებს

image


ჟურნალისტი ნინო შუბლაძე 2018 წელს პირდაპირ ეთერს დაუბრუნდება და საკუთარ გადაცემას მოამზადებს. ამის შესახებ თავად „ტვ პირველის“ საახალწლო ეთერში გახდა ცნობილი. როგორც ინგა გრიგოლიამ ნინო შუბლაძის წარდგენისას აღნიშნა, სულ მალე ნინო შუბლაძე ძალიან საინტერესო გადაცემის მომზადებას შეუდგება. თუმცა, რა ფორმატის იქნება ახალი გადაცემა, დეტალები არ გაუმხელიათ.


ნინო შუბლაძე ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულების დირექტორად 2017 წლის მაისში დაინიშნა. მაშინ მან აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე ეკრანზე არ დაბრუნდებოდა, თუმცა სამომავლოდ არც ეს გამორიცხა.


ტელეკომპანია პირველში დაბრუნებამდე ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, მანამდე სამი წლით ადრე მან ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

0
299
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0