x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
NASA - ახალი წლის ღამეს სუპერმთვარე გამოჩნდება
image


ახალი წლის დღეს, 1 იანვარს, 2018 წლის პირველ სუპერმთვარეს ვიხილავთ. წლის თითოეულ სუპერმთვარეს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურა განსხვავებულ სახელებს უწოდებს. თუმცა, ყველაზე ხშირად, წლის პირველ სავსე მთვარეს მგლების მთვარეს უწოდებენ, რადგან არის მოსაზრება, რომ მგლები ყმუილის დროს მთვარეს უყურებენ.


მსგავსი: ტრამპის დირექტივა NASA-ს: დაბრუნდნენ ამერიკელები მთვარეზე - დოკუმენტზე ხელი მოწერილია ამ შემთხვევაში, ეს სუპერმთვარეცაა — სავსე მთვარე, როდესაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს ექცევა.


განსხვავება სუპერმთვარესა და ჩვეულებრივ სავსე მთვარეს შორის ყოველთვის ადვილად შესამჩნევი როდია.



ეს მოვლენა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ერთ-ერთია ზედიზედ მიმდინარე სუპერმთვარეებიდან. პირველი 3 დეკემბერს გამოჩნდა, ეს შემთხვევა 1-ელ იანვარს იქნება, მესამეს კი 31 იანვარს ვიხილავთ. NASA-ს განცხადებით, 31 იანვრის მოვლენა განსაკუთრებული იქნება და სანახავად ნამდვილად ღირს.


31 იანვრის სავსემთვარეობა არის მოვლენა, რომელსაც ლურჯ მთვარეს უწოდებენ. ხდება ყოველ 2, 5 წელიწადში ერთხელ.


მაგრამ როგორც NASA განმარტავს, "სუპერ ლურჯი მთვარე" ასევე დაემთხვევა მთვარის სრულ დაბნელებას, ანუ როდესაც დედამიწა დაბლოკავს მთვარისკენ მიმავალ მზის სხივებს. ეს წელიწადში ორჯერ ხდება.


მსგავსი: მთვარეზე აღმოჩენილია მღვიმე, რომელშიც შეიძლება მომავალში ადამიანთა ბაზა დაარსდეს


"მთვარე სიკაშკაშეს დაკარგავს და მიიღებს შემზარავ, ნორმალურზე მკრთალ ნათებას. ხშირად ამ დროს ის მოწითალოც ხდება, რადგან დედამიწის ატმოსფერო სინათლეს გარდატეხს. სრულად დაბნელებულ მთვარეს ხანდახან "სისხლიან მთვარესაც" უწოდებენ", — განმარტავს NASA.


"31 იანვრის დაბნელება მთვარის ჩასვლისას მოხდება", — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მკვლევარი ნოაჰ პეტრო.


"სუპერმთვარეობა დიდებული შესაძლებლობაა ადამიანებისთვის, რათა მთვარის ყურება დაიწყონ, არა მხოლოდ ერთხელ, არამედ ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება აქვთ", — აღნიშნავს პეტრო.


მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0