x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნატურალური ყავის 7 სასარგებლო თვისება ორგანიზმისთვის

ბევრი ჩვენგანი კარგად აცნობიერებს თუ რას ნიშნავს კოფეინზე დამოკიდებულება. დილით ერთი ფინჯანი ყავა – ნამდვილი რიტუალია. ექიმები მთელს მსოფლიოში ლამის ერთხმად აფრთხილებენ ამ საასმელის მოყვარულთ ორგანიზმზე მისი დამღუპველი გავლენის შესახებ. მაგრამ ნამდვილად ასეთი სახიფათოა?


image


როგორც აღმოჩნდა, ცნობილი კომპოზიტორი ბეთჰოვენი ჭეშმარიტი ყავის მოყვარული იყო, ყოველდღიურად ის 60 ყავის მარცვლისგან მომზადებულ სასმელს მიირთმევდა, ვოლტლერს კი დღეში 50 ფინჯანი ყავის დალევა შეეძლო, ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სტატიაში წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლის თანახმადაც ყავა არა თუ არ ავნებს ჯანმრთელობას, არამედ ეხმარება ბევრი სიძნელის დაძლევაში.


1. აუმჯობესებს გონებრივ აქტივობას

image


იცოდით, რომ ამ სასმელის წყალობით ადამიანი უფრო კონცენტრირებული და ყურადღებიანი ხდება. თუმცა, სულ ეს არა არის...

როგორც აღმოჩნდა, ყავა შაქართან ერთად მაქსიმალურად ააქტიურებს ტვინის საჭირო უბნებს რთული ამოცანების გადასაჭრელად, ეს კი კოფეინისა და გლუკოზის ნაერთის წყალობით ხდება.


2. ზრდის არტერიულ წნევას


image


თუ დაბალი არტერიული წნევა გაქვთ, ერთი ფინჯანი ყავა მოგიგვარებთ ამ პრობლემას. თუმცა, იმ ჰიპერტონიკებმა, რომელთაც ამ სასმელისგან ტაქიკარდია აღენიშნებათ, სჯობს ყავისგან თავი შეიკავონ. მათ ვისაც მსგავსი პრობლემა არ აღენიშნებათ, შეუძლიათ თავისუფლად მიითვან და არ იღელვონ მაღალ არტერიულ წნევაზე, რამდენადაც ყავის სისტემატიური მიღება აიძულებს ორგანიზმს მასთან შეგუებას.


3. აძლიერებს იმუნურ სისტემას

image


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ დღეში რამდენიმე ფინჯან ახალდაფქულ ყავას მიირთმევთ, ამით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ. ყველზე გონივრული რაოდენობა დღეში 3 ფინჯანია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს სასმელი აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას.


4. ეხმარება თავის ტკივილთან გამკლავებაში

image

თუ თავი გტკივათ ან შაკიკით იტანჯებით, ყავა მიირთვით. რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებელს ვერ შეგიცვლით - მათში ხომ სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებია თავმოყრილი, რომელიც სხვადასხვა სახის ტკივილს ებრძვის. თუმცა, კოფეინს სპეციალურად უმატებენ აღნიშნულ მედიკამენტებში, რამდენადაც ის წამლის ეფექტურობას 40% ზრდის.


5. ეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევას

image

როდესაც ყავას მიირთმევთ, ორგანიზმში გამომუშავდება დოფამინი და სეროტონინი, რომელიც პასუხისმგებელია კარგ ხასიათზე. კოფეინი, რომელიც ყავის შემადგენლობაშია, კარგად ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას, ეს კი თავის მხრივ დეპრესიისგან გიცავთ.


6. აუმჯობესებს მეხსიერებას

image

საუბარია ხანმოკლე მეხსიერებაზე, თუმცა, ესეც კარგია, რადგან ინფორმაცია ჯერ ხანმოკლე მეხსიერებაში ინახება, შემდეგ კი ხანგრძლივში გადადის.


7. ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს

image

კოფეინი ორგანიზმში ჰორმონ ლეპტინის შემცველობას ზრდის, ეს კი, თავის მხრივ, იწვევს წონაში კლებას. დამტკიცებულია, რომ ყავის მოყვარულებს წონაში მოსამატებლად უფრო დიდი დრო სჭირდებათ, ვიდრე მათ, ვინც არ იღებს ამ სასმელს; ვარჯიშს სპორტულ დარბაზში კი ყავამანებისთვის გაცილებით დიდ ეფექტი გააჩნია.


თუ ყავა გიყვართ, უარს ნუ იტყვით სიამოვნებაზე! თუმცა, ნუ დაივიწყებთ რომ სასრგებლო მხოლოდ მთელი ყავის მარცვლებისგან ახლად დაფქული სასმელია, რაც შეეხება ხსნად ყავას, ძალიან ცოტა რაოდენობის კოფეინს და ბევრ ქიმიურ მინარევს შეიცავს. ამასთან, გახსოვდეთ რომ ნებისმიერი ყავას წყალი უნდა დააყოლოთ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


რა უნდა მივირთვათ ლამაზი სახის კანი რომ გვქონდეს


როგორ ყავას სვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – მოამზადეთ და დააგემოვნეთ


თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!


საჭირო პროდუქტები იდეალური სახის კანისთვის


თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა მივიღოთ დილით თბილი ლიმონიანი წყალი

0
377
17-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0