x
მეტი
  • 19.04.2018
  • სტატია:76224
  • ვიდეო:328884
  • სურათი:432433
ოსმალეთი და ევროპეიზაცია

ოსმალეთის მიერ ევროპეიზაციისკენ გადადგმული პირველი და ღია ნაბიჯი დაკავშირებულია სულთან აჰმედ მესამის (1703-1730წწ) სახელთან. მისი მმართველობის პერიოდს "ტიტების ეპოქასაც" უწოდებენ. ამ დროს დაარსდა სტამბა (1727წ), დაიბეჭდა პირველი წიგნი (1729წ), შეიქმნა ქაღალდისა და ნაჭრის ფაბრიკები.

რეფორმათა შემდეგი ტალღა დაკავშირებულია სულთან სელიმ მესამის (1789-1807წ) სახელთან. თავად სულთნის მიერ გატარებულ რეფორმებზე დიდი გავლენა მოახდინა 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ, რომელმაც გადამწყვეტი იმპულსი მისცა ჯერ-კიდევ 50 წლის წინ "ტიტების ეპოქის"დროს გამოჩენილი რეფორმატორული იდეების რეალურ განხორციელებას. სულთანმა სელიმმა გასატარებელ რეფორმათა სქემას უწოდა "ნიზამ-ი ჯედიდ", რაც "ახალ წესრიგს" ნიშნავს.

იმის გამო, რომ ოსმალეთი წარმოადგენდა ექსპანსიონისტურ სახელმწიფოს და გამუდმებით აწარმოებდა დაპყრობით ომებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სელიმმა რეფორმების გატარება სამხედრო სფეროთი დაიწყო: ჯერ-კიდევ 1735 წელს შეიქმნა მეზარბაზნეთა სკოლა (ულუფელი ჰუმბარაჯი ოჯაი). ეს სკოლა დააარსა ჰუმბარაჯი აჰმედ ფაშამ, რომელიც იყო ოსმალეთს შეფარებული ფრანგი სამხედრო (ნამდვილი სახელია კომტე დე ბონნევალ). აქ ასწავლიდნენ გეომეტრიას, ტრიგონომეტრიას, ბალისტიკასა და ხაზვას. 1793 წელს დაარსდა საინჟინრო სკოლა (მუჰენდისჰანე-ი ჯედიდე), აქ ამზადებდნენ მეზარბაზნეებს, მესანგრეებსა და მეთოფეებს. სკოლაში ასწავლიდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტები. 1793 წელს გაიხსნა საზღვაო-საინჟინრო სკოლა (თერსანე მუჰენდისჰანესი), სადაც გემის მშენებლობას, მგზავრობას, კადასტრსა და გეოგრაფიას საფრანგეთიდან მოწვეული პედაგოგები ასწავლიდნენ, რომლების დროთა განმავლობაში ოსმალმა სამხედრო-საზღვაო ოფიცრებმა ჩაანაცვლეს. 1806 წელს სკოლას სახელი გადაერქვა და ეწოდა მუჰენდისჰანე-ი ბაჰრი-ი ჰუმაიუნ, ხოლო 1900 წელს ის გახდა პროფესიონალური სკოლა სამხედრო აკადემიაში, როგორც მეთოფეთა სკოლა.

1806 წელს გაიხს სამედიცინო სკოლა (თერსანე თიბბიესი), სადაც სწავლობდნენ თანამედროვე მედიცინას, იმისათვის, გაზრდილიყო იმპერიაში მუსლიმ ექიმთა რიცხვი. სწავლება მიმდინარეობდა იტალიურად და ფრანგულად. სახელმძღვანელოთა არქონის გამო წიგნები ევროპიდან ჩამოდიოდა. ეს სკოლა 1808 წელს დაიხურა სელიმის ჩამოგდებასთან ერთად.

დიდი მცდელობების მიუხედავად სულთანი უძლური აღმოჩნდა გაეტარებინა საფრანგეთის რევოლუციური პრონციპები: "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" და ერთი დარტყმით შეეცვალა მართვის ტრადიციული ინსტიტუტები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა და დასუსტების მიუხედავად იყო საკმაოდ მყარი. კონსერვატორები ქვეყნის შემოსავლის უდიდეს ნაწილს იღებდნენ, სულეიმანის მიერ გატარებულ რეფორმებს ენდობოდნენ, რომელმაც კანონით განამტკიცა მათი უფლებები და, რა თქმა უნდა, ამ უფლებათა დაკარგვა მათ კარგს არაფერს მოუტანდა.

ოსმალეთის იმპერიაში ვერ განხორციელდებოდა საფრანგეთის რევოლუციური პრინციპები: "თავისუფლება" თვლებოდა სამართლიან კონცეფციად მუსლიმურ გარემოში, რომელსაც პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა მისცემოდა. "თანასწორობა" ვერ განხორციელდებოდა ისეთ საზოგადოებაში, სადაც თანაქვემდებარეობის ძლიერი ტრადიცია იყო, რომელიც ისლამითა და სოციალური პრივილეგიებით იყო გამყარებული. ხოლო "ძმობა"-ს უნდა გამოეწვია აციონალიზმის გაღვივება მთლიანად ოსმალეთის იმპერიაში image
და შემდგომ მთლიანად მუსლიმურ სამყაროში.


0
130
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხაბულიანი
მარიამ ხაბულიანი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0