x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბარბრა სტრეიზანდი: " მე ულამაზესი ვარ, ეს თქვენ გაქვთ დამახინჯებული წარმოდგენა სილამაზეზე.."
image "სკოლაში ბავშვები ვერ მიტანდნენ - ფეხებდაგრეხილ, დიდცხვირა, ელამ, ჟღალ ებრაელს მეძახდნენ. მაგრამ მე ყველას ვაჯობე. დავამტკიცე, რომ მათზე ძლიერი ვიყავი" - აცხადებს მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და რეჟისორი ბარბრა სტრეიზანდი. რომელისაც თითქმის ყველა პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული კინოსა და მუსიკის დარგში. ის 2 ოსკარის, 4 ოქროს გლობუსის, 4 ემის, 11 გრემის და სხვა არაერთი ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელია. საქმე ისაა, რომ ბავშვობაში ვერავინ იფიქრებდა რომ ამდენს მიაღწევდა..

image მისი ამბავი ასე იწყება, ოჯახის წევრები ურჩევდნენ, ისეთ პროფესიას დაუფლებოდა, რომ თვალში ზედმეტად არავის მოხვედროდა მისი შესახედაობის გამო. ბარბრა სკოლაში ხუთოსანი იყო, თანაც, სასკოლო დადგმებში მასზე ნიჭიერი არავინ ჰყავდათ და სკოლაში მოწყობილ დრამატულ თუ კომიკურ საღამოებზე მთავარ როლებს მას აძლევდნენ. ერთხელ ბაირონს კითხულობდა, როცა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ნეფერტიტს შეადარა. ბარბრამ ბიბლიოთეკას მიაშურა, რათა მეტი გაეგო ეგვიპტის დედოფალზე. მაშინ გონება გაუნათდა: " მივხვდი ლამაზი ვიყავი, უბრალოდ, ხალხი ამას ვერ ამჩნევდა.." აქედან დაიწყო ფიქრი, იმაზე, რომ ყველა დაერწმუნებინა საკუთარ სილამაზესა და ნიჭიერებაში, ოღონდ რა თქმა უნდა პლასტიკური ქირურგებისთვის არ მიუმართავს. დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ საუკეთესო მხრიდან წარმოეჩინა საკუთარი თავი.

image სკოლის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ბარში დაიწყო სიმღერა, მას ბრწყინვალე ხმა ჰქონდა. უყვარდა სხვადასხვა ტანსაცმლით წარგენილიყო მაყურებლის წინაშე, როგორც ამბობენ ერთ-ერთ თეატრში დამლაგებლად მუშაობდა და ორიგინალურ ტანსაცმელს იქ შოულობდა. პარალელურად დადიოდა კინო სინჯებზეც, თეატრში სადაც დამლაგებლად მუშაობდა დირექტორს მოეწონა და სპექტაკლში ათამაშა, ბარბრამ კაცის როლი ითამაშა, სწორედ მაშინ მოეწონა სცენაზე დგომა და გადაწყვიტა მსახიობობა. ამის შემდეგ მოვიდა კინო მის ცხოვრებაში, პირველი როლი, რომელიც ითამაშა გახლდათ "სასაცილო გოგონა", რომლითაც უდიდესი პოპულარობა და ოსკარი მოიპოვა, ეს ერთგვარად მისი ბიოგრაფიული ფილმია, მძიმე გზით, თუ როგორ იქცევა სასაცილო იხვის ჭუკი მშვენიერ თეთრ გედად.

image უმარავ ფილმში მიიღო მონაწილეობა და თავადაც გახდა რეჟისორი, თუმცა მისი მთავარი როლი მაინც "სასაცილო გოგონაა", რომელიც მაყურებლებს დღემდე ძალიან უყვართ.


image კინოში გადაღების პარალელურად მან მუსიკაშიც ძალიან ბევრი რამ გააკეთა, 40 დისკი აქვს ჩაწერილი, რაც საბოლოო ჯამში 897 სიმღერაა. სხვადასხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა 1994 წელს გრანდიოზული, ისტორიული მსოფლიო ტურნე გამართა სადაც ბილეთი 350 დოლარი ღირდა..

image თავად ამბობს: " ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ვოცნებობდი და იმასაც კი, რაზეც ფიქრს ვერ ვბედავდი. ახლა მინდა, ჩემს გამოცდილებაზე წიგნი დავწერო. იქნებ ვინმეს გამოადგეს, ჩემზე პოპულარული გახდეს და ის შეცდომები არ დაუშვას, რაც მე."

https://www.youtube.com/watch?v=0KJ60uJZ3-Q


ის მსოფლიო ისტორიას რჩება თავისი როლებით და საოცარი სიღმერებით, რომელთაგანაც მსმენელებს განსაკუთრებულად უყვართ მისი ჰიტი " Women in love"

image დღეს მსოფლიო დივა 75 წლისაა და არაჩვეილებრივად გამოიყურება


0
175
შეფასება არ არის
ავტორი:Culture Express
Culture Express
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0