x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73402
  • ვიდეო:326427
  • სურათი:429055
რა უნდა იცოდეთ საახალწლო ფეიერვერკის შესახებ?!

image

ახალი წლის დადგომის აღნიშვნა ფეიერვერკით ტრადიციაა.შაშხანებისა და სხვადასხვა ასაფეთქებლების გამოყენებით ჩვენ ვაცილებთ ძველს და ვეგებებით ახალ წელს, თუმცა ამ ერთობ ლამაზ სანახაობას ხშირად მძიმე შედეგები მოსდევს.მიზეზი კი ფეიერვერკისა და ასაფეთქებლების უხარისხობა და მომხმარებელთა გაუფრთხილებლობაა.

რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ ახალი წლის დღესასწაული არ ჩაგშხამდეთ?

1. პიროტექნიკის უმრავლესობა ჩინურია და წარწერებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამ ენაზეა ხოლმე, რაც მომხმარებელს უქმნის პრობლემას, გაეცნოს მისი უსაფრთხო გამოყენების წესებს. ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ პიროტექნიკა თქვენთვის გასაგებ ენაზე წარწერით და დაიცვათ ინსტრუქცია.

2.ხშირ შემთხვევაში ბაზარზე არსებული პიროტექნიკა ძველია, რაც დამატებითი საფრთხეა, რადგან ასეთი მასალა გვიან, ადრე ან არასწორად ფეთქდება.არის შემთხვევები, როდესაც აფეთქებისას მაშხალა შუაზე სკდება და სხეულის მძიმე დაზიანებებს იწვევს.ასე ხდება დანესტიანებული პიროტექნიკის შემთხვევაში.

3.მომხმარებლის გაუფრთხილებლობა კიდევ ერთი პრობლემაა.ხშირად ასაფეთქებლებით ერთმანეთს ეხუმრებიან ხოლმე - ფეხებში ან ჯიბეში უგდებენ ხოლმე მათ, ეს კი მძიმე შედეგების მომტანია, არის ფაქტები, როდესაც ასეთი შემთხვევისას დაყრუვებულა ადამიანი, ყველაზე ხშირად კი მიუღიათ მძიმე დამწვრობები.

image

4.სუფრის შუშხუნების გამოყენებისას ხშირია ნაძვის ხეზე ცეცხლის მოკიდება, ამიტომ აქაც ყურადღება გმართებთ.

P.s. ბედნიერ-შობა-ახალ წელს გისურვებთ!


აქვე იხილეთ:

1. ფრთხილად! თაფლი შეიძლება მომწამლავი იყოს

2. შევხვდებით თუ არა ახალ წელს თოვლით?

3.როდის და როგორ ზეიმობენ ახალ წელს სხვა ქვეყნებში?

4. საცივი – საახალწლო სუფრის სიამაყე.ყველაფერი მის შესახებ

0
19
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0