x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
95 წლის წინა შეიქმნა საბჭოთა კავშირი-10 საინტერესო ფაქტი
image

1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომელმაც 69 წელი იარსება და ოფიციალურად დაიშალა 1991 წლის 26 დეკემბერს.


1) ამერიკაში ვარსკვლავები, საბჭოთა კავშირში ლოზუნგი-აშშ-ს დროშაზე ყოველი ვარსკვლავი შტატს აღნიშნავს, ხოლო საბჭოთა კავშირის გერბზე, -"ნამგალი და ურო"თავთავზე შემოკრულ ლენტზე 15 ენაზე ეწერა "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით".

image



2)1204 მედალი-საბჭოთა კავშირმა არსებობის მანძილზე 18 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა(9 ზაფხულის 9 ზამთრის) და მოიგო 1204 მედალი-აქედან 473 ოქროს.376 ვერცხლის და 355 ბრინჯაოს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წელი გავიდა თუმცა დღემდე ამ მაჩვენებლით მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ.

image


3)საბჭოთა მეცნიერების და ტექნიკის ჰეთ-თრიკი-საბჭოთა კავშირმა გასული საუკუნის 50-60იანი წლებში პირველად მსოფლიოში შექნა ატომური ელექტრო სადგური(1954), დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი(1957წ) და პირველი ადამიანი გაუშვა კოსმოსში(1961წ).

image


4) სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შესაძლოა სტალინის ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობაზე გატარებულ ტოტალიტარულ ტერორს, დახვრეტებს, გადასახლებას უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა ვიდრე მეორე მსოფლიო ომს(20მლნ.ადამიანი)

image

5)1960 -იანი წლებიდან საბჭოთა კავშირს ეკონომიკის მხრივ მხოლოდ აშშ-უსწრებდა, ხოლო ზოგიერთ დარგში №1 ადგილი ეკავა მსოფლიოში(ქვანახშირის და რკინის მოპოვება, კოქსის, ცემენტის და თბომავლების წარმოება, ხე-ტყის, შაქრის, შალის და სხვა)

image

6) მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პროპაგანდა მუდამ იმას ამტკიცებდა, რომ საბჭოთა საზოგადოებაში არ შეიძლება აღმოცენდეს ისეთი ცნება, როგორიცაა სერიული მანიაკი-მკვლელი და ეს მხოლოდ "ბურჟუაზიული ცხოვრების" მონაპოვარია, საბჭოთა კავშირს 48 სერიული მანიაკი-მკვლელი ჰყავდა და აქაც მხოლოდ აშშ-უსწრებს(115 მანიაკი-მკვლელი)

image

7)სსრკ 70-იანი წლებში ადამიანის განვითარების ინდექსით(განათლება, ინტელექტი, ცხოვრების დონე) მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყნის სიაში იყო.

image

8)ტეტრისი-ალბათ ყველას გითამაშიათ ეს თამაში და შესაძლოა ის არც იცოდეთ, რომ ეს თამაში დღემდე რჩება მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვად კომპიუტერულ თამაშად, შეიქმა საბჭოთა კავშირში 1984 წელს, ალექსეი პოჟიტნოვის მიერ.

image

9)საბჭოთა კავშირში სახელმწიფო პროპაგანდად ითვლებოდა ათეიზმი, რომელსაც აქტიურად მხარს უჭერდა პარტიული იდეოლოგია 1988 წლამდე, როდესაც მოხდა რელიგიის მიმართ ლიბერალიზაცია .

ლენინის თქმით "ჩვენ უნდა ვებრძოლოდ რელიგიას-ეს არის მთლიანი მატრიალიზმის ანბანი" 1920-30 -იან წლებში რელიგიათან ბრძოლა სასულიერო პირების მასიური დაკავებით და ეკლესიების ნგრევით დაიწყო, 1937 წლისთვის ეკლესიები 58%-ით შემცირდა.

image

10)თევზის დღე-ყველას ახსოვს ვინც საბჭოთა კავშირს მოესწრო, რომ ყოველი ხუთშაბათი თევზის დღე იყო, რომელიც 1932 წელს მიქოიანმა შემოიტანა და არა იმის გამო, რომ მშრომელებს კვების სწორი რეჟიმი ჰქონოდათ, არამედ ხორცპროდუქტების უკმარისობის გამო....შემდგომ მიქონიაის ეს ინიციატივა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და მხოლოდ 1976 წელს, ბრეჟნევის დროს გაიხსენეს და თევზის დღედ ხუთშაბათი დააწესეს.

image


imageიხილეთ აგრეთვე

0
406
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0