x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73411
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429080
ბაქოში პარლამენტმა კვირიკაშვილის ინიციატივა დაგმო

image

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტი) დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივები დაგმეს. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო დერეფნის გახსნის იდეასთან დაკავშირებით.


მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტი) სპიკერმა ოგთაი ასადოვმა კი შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ “ყველაზე რთულ დროს აზერბაიჯანი საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა”.


«როგორც ჩანს, ვიღაცას ამ მოკავშირეობის განადგურება სურს. საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ჯგუფს საკითხის შესწავლა დაევალება» – აღნიშნა მან.


ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინაშე გააჟღერა ინიციატივა, ფორსმაჟორულ სიტუაციებში სომხეთიდან მომავალი ტვირთები რუსეთში ოკუპირეული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის გავლით დაიშვას.


ქართულმა ოპოზიციამ პრემიერის ეს ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა.

1
120
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
120
  
2017, 30 დეკემბერი, 15:25
მე სამწუხაროდ არ ვიცი ამ ინიციატივის შესახებ მაგრამ თუ კვირიკაშვილმა მართლა დაუშვა ინიციატივა სომხეთიდან მომავალი ტვიღთების გაშვებაზე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მაშინ ბატონ კვირიკაშვილს შეიძლება "მოღალატე" ვუწოდოთ
0 1 1