x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
7 შვილის მამა მგელმა შეჭამა
image

გამარჯობა.


სანამ სტატიას წაიკითხავთ მინდა გითხრათ, რომ არ ვცდებოდი, როდესაც სათაურის გამო ათასობით ადამიანი ნახულობს კონკრეტულ "სისულელეს". დარწმუნებული ვარ, რომ ამ მასალას სათაურით "ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია" დაწესდა არავინ წაიკითხავდა, ხოდა მეც ხერხი ვიხმარე.


ნამდვილი სათაური: ალექსანდრე ჩივაძის პრემია დაწესდა




საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლევანდელ დაჯილდოებაზე საზოგადოებას ახალი ნომინაცია შესთავაზა. 2017 წლიდან 17-წლამდე და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის პრემია გადაეცემათ.



2017 წლის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი 17-წლამდე ფეხბურთელელბს შორის ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ვერცხლის მედლის მფლობელის ზურიკო დავითაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი, გიორგი გულიაშვილმა მიიღო.



19-წლამდე ფეხბურთელებს შორის ოქროს მედლით ლუკა ლაკვეხელიანი დაჯილდოვდა, ვერცხლის მედალი ვატო არველაძეს ერგო, ბრინჯაო კი, გიორგი კოხრეიძეს.



ბრინჯაოს მედალი - 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი - 3 000 ლარი, ოქროს მედალი - 5 000 ლარი. ნომინანტებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო იმ კლუბებზე გადანაწილდება, რომლებმაც აღნიშული ფეხბურთელების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა. ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის - ალექსანდრე ჩივაძის ნომინანტებს ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად გამოავლენს გამარჯვებულებს.

1
156
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
156
  
2017, 30 დეკემბერი, 10:37
:დდდდდდ
0 1 1