x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სუნამო თუ ტუალეტის წყალი?-ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
პარფიუმის თითქმის ყველა სახეობა არომატული კონცენტრატისგან, წყლისა და სპირტისგან შედგება. მთავარი განმასხვავებელი კი ამ სამი კომპონენტის შეხამებაა.სწორედ ეს ფაქტორი ახდენს გავლენას ფასზეც. სუნამო, ტუალეტის სუნამო ანუ პარფიუმის წყალი, ტუალეტის წყალი, ოდეკოლონი და ფრეში...მოდი, გავერკვეთ რა განსხვავებაა მათ შორის და როდის რომელი მათგანი უნდა გამოიყენოთ.

1.სუნამო(Parfum)

სუნამო ყველაზე კონცენტრირებული და მდგრადია. ეთერზეთების შემცველობა მასში დაახლოებით 20–30 % -ია, რისი წყალობითაც არომატი კანზე 6 საათამდე რჩება, ხოლო ქსოვილსა და ქაღალდზე კი დღეზე მეტსაც. სუნამოები ე.წ. ელიტარულ პარფიუმერიას მიეკუთვნებიან და ძვირადაც ფასობენ.

imageსუნამების ერთერთი განმასხვავებელი ნიშანია ძლიერად გამოხატული დამაბოლოებელი ნოტები ანუ ე.წ. შლეიფი. ეთერზეთების მაღალი კონცენტრაციის გამო, სუნამოს ხასიათი თანდათან მჟღავნდება და ამის გამო მისი არომატი დროის გასვლასთან ერთად იცვლება.პირველ წუთებში მას სხვანაირი სურნელი აქვს შემდეგ კი კომპოზიცია იცვლება და სურნელიც სხვანაირია.


სუნამოს გამოყენება რეკომენდებულია საღამოს და წელიწადის ცივ დროს. უკეთესია თუ დილის საათებში ან ცხელ ამინდში არ გამოიყენებთ, რაც მხოლოდ მის სიმძაფრეს და მძიმე არომატს გააძლიერებს. სუნამო-ნამდვილად არ გახლავთ ყოველდღიური ვარიანტი.

image

2.პარფიუმის წყალი(Eau De Parfum)

არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია პარფიუმის წყალში შედარებით ნაკლებია - დაახლოებით 15–20 %. მისი არომატი კანზე 4 საათს რჩება, ხოლო ქაღალდსა და ქსოვილზე კი დღის განმავლობაში ნარჩუნდება.სუნამოსგან განსხვავებით, ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ იპკუროთ. პარფიუმის წყალს დღის სუნამოსაც უწოდებენ.

პარფიუმის წყალში გაცილებით გამოხატულია არომატის “გული", სამაგიეროდ ე.წ. შლეიფი შედარებით სუსტია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს არომატს. არ იფიქროთ, რომ თუ უხვად იპკურებთ ამით არომატს სიცოცხლეს გაუხნგრძლივებთ, ეს მხოლოდ სურნელს გაამძაფრებს მკვეთრად, ეს კი უკვე წესების დარღვევაა, დღის სუნამო ასეთი არ უნდა იყოს.

image

3.ტუალეტის წყალი(Eau De Toilette)

ტუალეტის წყალი შედარებით მსუბუქია, მასში ყველაზე უკეთ ზედაპირული და შუა ნოტები შეიგრძნობა, შლეიფი კი პრაქტიკულად არ აქვს. არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია მასში 7–10 %-ია. ისევე როგორც პარფიუმის წყალი, ტუალეტის წყალიც რამდენჯერმე შეგიძლიათ დაისხათ დღის განმავლობაში, ამასთან ის მშვენივრად ესადაგება აქტიურ დასვენებას და ცხელ დღეებს.

მისი მდგრადობა რამდენადმე დაბალია, სამაგიეროდ არომატი უფრო მსუბუქი აქვს და ამის გამო ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

image

4.ოდეკოლონი(Eau De Cologne)

ოდეკოლონში ზეთების შემცველობა მხოლოდ 3-5%-ია, ამიტომ არომატი კანზე მხოლოდ 2 საათით რჩება, ქსოვილსა და ქაღალდზე კი თითქმის ერთ დღეში უკვე გამქრალია. ის პარფიუმის ყველაზე მსუბუქი სახეა და ძირითადად მამაკაცები იყენებენ.

თვისებებით ის ტუალეტის წყალს გავს. მისი არომატის გამჟღავნების ყველა ფაზა ერთშია მოქცეული. ოდეკოლონის სურნელი - სუნამოს არომატის გამჟღავნების მე-3 სტადიას უახლოვდება, თუმცა ოდეკოლონში სპირტის სუნი უფრო მძაფრადაა გამოხატული. მამაკაცთა პარფიუმის ნებისმიერ საშუალებას ხშირად ოდეკოლონს უწოდებენ, რაც, რათქმაუნდა, მცდარი წარმოდგენაა.

image

5. ფრეში(Eau Fraiche)

ფრეშში არომატული კომპონენტების შემცველობა 1-3%-ია. არომატი კანზე მხოლოდ ერთი საათით ნარჩუნდება . მისი განსაკუთრებული ნიშანია-ციტრუსის სუნი.ფრეშის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, თუნდაც ვარჯიშის დროსაც.

image

1
694
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
694
  
2017, 30 დეკემბერი, 23:51
კარგი სტატიაა
0 1 1