x
image
_K_
როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
imageბოლო დროს, ყოველი წელი წინაზე უცნაური ჩანს და არც 2018 წელი იქნება გამონაკლისი.

2017 წლის 19 დეკემბერს პლანეტა სატურნი 3წლიანი სერიოზული მცდელობის შემდეგ თავის ნიშანში (თხის რქა) შევიდა. იუპიტერმა ოქტომბრიდან მორიელის ბნელი საიდუმლოებების გამჟღავნება დაიწყო და ამას 2018 წლის ნოემბრამდე გააგრძელებს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი "ადამიანურ ენაზე"? ეს ნიშნავს, რომ წელსაც გაგრძელდება გლობალურად სექსუალური შევიწროება და ძალადობა. იუპიტერი ეცდება რაღაცების გამოსწორებას, მაგრამ ამას რამდენად შეძლებს, წლის ბოლომდე ვერ გავიგებთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლანეტა ურანია, რომელიც მაისში კუროს ნიშანში შედის. თუ ჯერ არ გრძნობთ საკმარისად ძლიერ ცვლილებებს, ზაფხულში აუცილებლად იგრძნობთ. სავარაუდოდ, 2018-ში ბევრი ფინანსური ცვლილება იქნება. ურანში არეულია კარგი და ცუდი. წელს ბევრ რამეზე იმოქმედებს, როგორ განვკარგავთ ფულს, როგორ მოვექცევით ბუნებას და როგორ ვეცდებით სტაბილურობის დამყარებას ჩვენს ცხოვრებაში და სამყაროში.


მაშ, ასე, სტატიაში გაიგებთ, როგორ იმოქმედებენ პლანეტები თქვენს ნიშნებზე 2018 წელს.


ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებო, მოემზადეთ სერიოზული შრომისთვის, ეს წელი ბევრ გაკვეთილს გასწავლით და ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ. კარიერა მომგებიანი იქნება და შემოსავლებიც - საკმარისი, მაგრამ ოჯახური სიმშვიდე საფრთხის ქვეშ დგას. ხარჯები შეიძლება გაიზარდოს მარტიდან ივლისამდე, როცა სხვა საქმეებზეც მოგიწევთ ზრუნვა. თავიდან აიცილეთ ახალი ბიზნესი ან წამოწყება აპრილიდან სექტემბრამდე.

საერთო ჯამში, 2018 წლის ჰოროსკოპი დადებითია ვერძის ნიშნისთვის.

image





კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

წელს დასვენებული იქნებით და სიმშვიდეს განიცდით, მაგრამ შეიძლება წლის დასაწყისში მოხდეს ისეთი რაღაცები, რაც ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას. მეორე მხრივ, კარიერა იმედისმომცემად გამოიყურება. თავიდან აიცილეთ სამსახურის შეცვლა მარტიდან ივლისამდე და დიდი პასუხისმგებლობით იმუშავეთ ამ პერიოდში. მაისის შემდეგ, შესაძლოა, მეუღლე დააწინაურონ სამსახურში. თქვენი ოცნება საზღვარგარეთ წასვლაზე შეიძლება წელს ახდეს. 2018 ასევე კარგი წელია ინვესტიციებისა და სესხებისგან გათავისუფლებისთვის.

image





ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

როგორც ჩანს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ძალიან აქტიურები და ენერგიულები იქნებით. ბიზნესში უცხო შემოთავაზებები გექნებათ, რაც ნაყოფიერი იქნება და შემოსავლების ზრდას გპირდებათ. გექნებათ ბევრი ახალი შესაძლებლობა, მაგრამ ფრთხილად იყავით 6 მაისიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში. ამ დროისთვის უბედური შემთხვევებია მოსალოდნელი, ამიტომ მოემზადეთ რთული პრობლემების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში, შესაძლოა, მტრები და ოპონენტებიც ძალიან შემაწუხებლები გახდნენ, მაგრამ მათ ეფექტურად გაუმკლავდებით. იმუშავეთ გულითადად და შედეგი გექნებათ. შეიძლება, დაქორწინებული წყვილისთვის, ოქტომბრის შემდეგი პერიოდი რთული აღმოჩნდეს.

image





კირჩხიბი (20 ივნისი - 22 ივლისი)

რაც უფრო ნაკლებს მოელით, მით უფრო კარგი წელი გექნებათ. კარგად დაიმახსოვრეთ ეს გამოთქმა და მოიქეცით შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი დაძაბულობის და დაბნეულობის შემთხვევები გექნებათ, ამის შანსი ძალიან მაღალია. უნდა ეცადოთ, რომ იყოთ პოზიტიური და თავდაჯერებული. წელს შეიძლება გამოგიჩნდეთ მოულოდნელი შესაძლებლობები. დიდი შანსია, ეს იყოს ბიზნეს შემოთავაზება ან მემკვიდრეობით დატოვებული ქონება. ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობებს. სავარაუდოდ, წელს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რის გამოც საყვარელ ადამიანებთან ნაკლებ დროს გაატარებთ.

image





ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

წელს ფსიქიკური დაძაბულობა და სტრესი იკლებს. იმისთვის, რომ კარგი შედეგი გქონდეთ, ბრაზის შეკავება უნდა ისწავლოთ. მტრებისგან საფრთხეა მოსალოდნელი, ამიტომ ეცადეთ, უფრო მეტად არ გააღიზიანოთ ისინი. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპონენტები და მტრები ვერ შეძლებენ თქვენს დამარცხებას სასამართლო დავაში ან სხვა საქმეში. წელს ბიზნეს ზრდა გექნებათ და შეიძლება მარტიდან ივლისამდე მოგზაურობა მოგიწიოთ. ეს წელი კარგია მათთვისაც, ვინც ახალი სახლის ყიდვას აპირებს. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ავადმყოფობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ რაღაცებში.

image





ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენი ენერგიის დონე, კომუნიკაციის უნარები და ინტელექტი წელს გაუმჯობესდება, რაც დაგეხმარებათ დებატებში და კონსულტაციებში. თუმცა, ენერგია შეიძლება ზედმეტი იყოს მაისიდან ნოემბრამდე და გადაიზარდოს ბრაზში და აღშფოთებაში. 2018 არ იქნება თქვენთვის კარგი წელი სახლის საყიდლად, არ ენდოთ უცნობებს საქმიან მოლაპარაკებებში, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. დაქორწინებულთა ცხოვრებად მშვიდად წავა, თუ, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებთ მეუღლის და მისი მშობლების სიყვარულს. დედათქვენი წელს მოტივაცია იქნება თქვენთვის.

image





სასწორი (22 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სასწორებო, წელს თქვენთვის ყველა სფეროში დაბალანსებული იქნება სიტუაცია. სერიოზული იქნებით კარიერაში, ამავდროულად, უდარდელი და გართობის მოყვარული - სოციალურ ცხოვრებაში. მაგრამ ეს ის წელია, როცა ემოციები კარგად უნდა აკონტროლოთ. ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამე სერიოზულს გააკეთებთ ან რამე ღირებულს მისცემთ ვინმეს. სიმშვიდე ოჯახურ ცხოვრებაში შეიძლება დაირღვეს მაისიდან ნოემბრამდე, მაგრამ ამ პერიოდში ფინანსების მხრივ იქნებით კარგად. მარტიდან ივლისამდე არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები კარიერაში და არ შეიცვალოთ სამსახური. მამები დაგეხმარებიან ამ წელს და მოსალოდნელია, რომ მთავრობისგანაც მიიღოთ რაღაც დახმარება. მაგრამ, შესაძლოა, ძველი მეტოქე გამოჩნდეს და საფრთხე შეგიქმნათ, ამიტომ ყურადღებით იყავით!

image





მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელებო, თქვენი ჰოროსკოპი ზედმეტ ენერგიას და აგრესიას გვიჩვენებს წლის დასაწყისიდანვე. დარწმუნდით, რომ ენერგიას სასიკეთოდ გამოიყენებთ. თუ ამას შეძლებთ, ბედნიერებაც კვალდაკვალ მოგყვებათ. მაისიდან ნოემბრამდე, შესაძლოა, ახლებურად მოგიცვათ სიმამაცემ. ეს პერიოდი კარგი იქნება დედმამიშვილური ურთიერთობებისთვისაც. პერიოდი მარტიდან ივლისამდე კარგია მოგზაურობებისთვის და მივლინებებისთვის. სატურნი პატიოსანს, პირდაპირს და სამართლის მოყვარულს გაგხდით. მარტოხელებისთვის - აგვისტოს შემდეგ პერიოდში ქორწინების პერსპექტივა ჩანს.

image





მშვილდოსანი (21 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სატურნი იმოქმედებს თქვენზე და დამხმარე და მოწესრიგებულ პიროვნებად გაქცევთ. მაგრამ აპრილის შუა რიცხვებიდან სექტემბრის პირველ კვირამდე, შესაძლოა, ცოტა არასტაბილურობა იგრძნოთ. ეს არ არის კარგი დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ საზღვარგარეთ დასახლებას გეგმავთ, ეს გეგმა ნაყოფიერი იქნება. კარიერა კარგი იქნება და შემოსავლები - მაღალი, მაგრამ, სავარაუდოდ, მოგიწევთ ბრძოლა და კონკურენტებთან გამკლავება. ფრთხილად უნდა მიუდგეთ კარიერას და შემოსავლებს მარტიდან ივლისამდე. 2018 წელი ხელსაყრელია უძრავი ქონების ტრანზაქციებისთვის, მაგრამ ფრთხილად იყავით ოქტომბრის შემდეგ.

image





თხის რქა (21 დეკემბერი - 19 იანვარი)

ეს არის წელი, როცა ყურადღების ცენტრში მოექცევით. თქვენი ფარული ნიჭი ცნობილი გახდება და მიიღებთ ბევრ პერსპექტიულ შესაძლებლობას. სანამ ორიენტირებული დარჩებით თქვენს ძირითად მიზნებზე და შეინარჩუნებთ მშვიდ დამოკიდებულებას, წარმატება თქვენთან იქნება. სავარაუდოდ, ბიზნესი და კარიერა მეტი ყურადღების დათმობას მოითხოვს მარტიდან ივლისამდე. ამ პერიოდში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ გადადგათ სწრაფი ნაბიჯები, როგორიცაა სამსახურის შეცვლა. კარგი იქნება, თუ ხელის მოწერამდე საქმიან ქაღალდებს შეამოწმებთ. აპრილიდან სექტემბრამდე შესაძლოა სატურნმა უცნაური საქმეები წამოიწყოს, მომთმენი უნდა იყოთ ამ პერიოდში. გაუგებრობის გამო შესაძლოა დაქორწინებულ წყვილებში წარმოიშვას პრობლემები. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება.

image






მერწყული (19 იანვარი - 18 თებერვალი)

წელს შემოსავლების სხვა წყაროებს მოძებნით. თქვენი სახელი და ცნობადობა გაიზრდება, მაგრამ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. გარკვეული დრო დასჭირდება ყველაფრის თავის ადგილას დალაგებას. წელს შეძენილი ახალი კონტაქტები სარგებელს მოგიტანთ. წელს მოსალოდნელია ხასიათის უმიზეზო ცვლილებები, მაგრამ არ მისცეთ ამას უფლება, გავლენა იქონიოს თქვენს ფსიქიკურ სიმშვიდეზე და ურთიერთობებზე. კარიერა მეტად პროგრესული იქნება წლის მეორე ნახევარში, თუმცა, რთულია, თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. მეორე მხრივ, მოსალოდნელია საზღვარგარეთიდან შემოთავაზებები, ამიტომ ყურადღებით იყავით. თუ მართლა გინდათ, რომ წელს კარგი კარიერა გაიკეთოთ, უნდა იყოთ დიპლომატიური და თავაზიანი. ხარჯებმა შესაძლოა დაიწიოს მარტიდან ივლისამდე.

image



თევზები (18 თებერვალი - 20 მარტი)

თევზებო, სავარაუდოდ, წელს მიდრეკილება გექნებათ სულიერებისა და ოკულტური მეცნიერებების მიმართ. კარიერულმა საკითხებმა, შესაძლოა, შეგაშფოთოთ და ყველაფერი არ წავიდეს ისე, როგორც დაგეგმილი გაქვთ. შესაძლოა, იძულებითაც მოგიწიოთ სამსახურის დათმობა. ოქტომბრის დასაწყისიდან ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება. 2018 წელს სატურნს უნდა, რომ იმუშაოთ ნელა და მოლოდინების გარეშე. როცა პლანეტა შემობრუნდება, ანუ აპრილიდან სექტემბრამდე, მიეცით თავს უფლება, დატკბეთ კარგი რაღაცებით, ოღონდ არ აჩქარდეთ. ამ პერიოდში კარგი იღბალი და ენერგიაც გექნებათ. მიიღეთ აქედან სარგებელი! მაგრამ წლის დასაწყისში ფრთხილად იყავით პირად ურთიერთობაში, არ დაკარგოთ საყვარელი ადამიანი!

image


ყველა ზოდიაქოს ნიშანს წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ წელს გისურვებთ!!!

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 11 ყველაზე კარგად შეთავსებადი ასტროლოგიური წყვილი

2. 10 ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

3. 15 სახალისო ფაქტი ახალ წელზე

4. 14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

5. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

0
5097
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5097
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0