x
image
natia.a
პირველკლასელის დაუჯერებელი პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე - ანეკდოტი, რომელმაც ბევრი გაახალისა
image

ერთხელ, ერთმა პირველკლასელმა დაიჟინა, მე ხომ ძალიან ჭკვიანი ვარ და მესამე კლასში უნდა გადამიყვანოთო. მასწავლებელმა, რომელიც თავად ვერაფერს გახდა, ბიჭუნა სკოლის დირექტორთან გაიყვანა. დირექტორმა პირველკლასელს შესთავაზა, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ, თუ ყველაზე სწორად მიპასუხებ, გადაგიყვანთ პირდაპირ მესამე კლასში, მაგრამ თუ ერთზე მაინც არასწორ პასუხს გამცემ, შემპირდი, რომ შენს ჯგუფში დაბრუნდები და ჭკვიანად მოიქცევიო. ბიჭუნა დაეთანმა.


– აბა დავიწყოთ, რამდენი იქნება 3X3?

- 9.


- 6X6?

- 36.


და ასე, ყველა შეკითხვას, რომელზეც მესამეკლასელმა პასუხი უნდა იცოდეს, ბიჭუნამ სწორად უპასუხა. დირექტორი მასწავლებელს მიუბრუნდა და უთხრა: "მგონი ბიჭუნა ნამდვილად იმსახურებს მესამე კლასში გადაყვანას". მასწავლებელმა კი მიუგო: "ბატონო დირექტორო, მეც მაქვს რამდენიმე შეკითხვა მასთან, თუ შეიძლება."


- აბა, მიპასუხე, რა აქვს ძროხას ოთხი, მე კი მხოლოდ ორი?


- ფეხი, - მიუგო ბიჭმა.


- რა არის მაგარი და ვარდისფერი, როცა შედის და რბილი და წებოვანი, როცა გამოდის?


დირექტორს თვალები გაუფართოვდა და გაშეშდა.


- კევი.- დაუფიქრებლად უპასუხა ბიჭმა.


- რას აკეთებს კაცი ფეხზე მდგარი, ქალი - დამჯდარი, ძაღლი კი - სამ ფეხზე?


დირექტორმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბიჭუნამ პასუხი დაასწრო:


- ხელს ართმევს.


- რომელი ინგლისური სიტყვა იწყება F-ით და მთავრდება K-თი და აღნიშნავს ძლიერ სიცხესა და აღელვებას.


- Firetruck (სახანძრო მანქანა).


- ეს ყველა მამაკაცს აქვს, ზოგის გრძელია, ზოგის მოკლე, ქორწინების შემდეგ მას ცოლსაც აძლევს ხოლმე.


- გვარი.


- რომელ ორგანოს არა აქვს ძვალი, აქვს მხოლოდ კუნთები და ბევრი ვენა, პულსირებს და მოფერებისას სითბოთი გპასუხობს?


- გული.


ბოლო კითხვის შემდეგ დირექტორმა შვებით ამოისუნთქა და მასწავლებელს უთხრა:


- წაიყვანეთ პირდაპირ ჰარვარდში, თქვენს შეკითხვებზე მეც კი არასწორი პასუხები მქონდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ჩააცვა ბაღის აღმზრდელმა ბიჭუნას ფეხსაცმელი - სახალისო ამბავი, რომელიც თან დაგაფიქრებთimage


2. "დედიკო და მამიკო ცხენობანას თამაშობდნენ..." რა დაინახა ბავშვმა - ამბავი, რომელიც გაგახალისებთimage


3. "დედიკო, ნუთუ ვერ ხედავ როგორი ლამაზი ხარ?" - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!image


4. რა განსხვავებაა კარგ, ცუდსა და ჭკვიან გოგოებს შორის: ტესტ-იუმორიimage


5. როგორ გამოადგა რუსეთის ბაზარზე მოვაჭრე ქართველს ფიზიკის ცოდნა - სახალისო ისტორიაimage


6. 11 რჩევა, რომელიც უცხოელებს ქართულ სუფრაზე მოხვედრისას გამოადგებათimage


5. "ჩაი ხომ დალიე, ახლა მაჩვენე...უკანალი" - რა შეემთხვა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებელსimage

1
15041
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
15041
  
2019, 28 იანვარი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1