x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
„რუსთავი 2“-ის „სხვა შუადღემ“ „კურიერი“ ტყუილში ამხილა (ვიდეო)
image


რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2 გვარწმუნებდა, რომ 1 კგ ნიგოზი ბაზარში 50 ლარამდე გაძვირდა. ამ თემას შაბათის კურიერმა ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა.


დღეს კი ამავე ტელევიზიის ეთერში, ამავე კომპანიის ტელეწამყვანებმა ღია ეთერში დაადასტურეს, რომ ნიგოზი 30-35 ლარად იყიდეს.


„მე 30 ლარად შევიძინე ორი კვირის წინ, დედა, რა გოგო ვარ, “ - აღნიშნა თიკა ფაცაციამ.



დანარჩენმა წამყვანებმაც აღნიშნეს, რომ იკითხეს და 30-35 ლარი ღირს.





შეგახსენებთ, ამავე თემას მიეძღვნა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის გადაცემა "მედია რეიტინგიც". რამიშვილი "რუსთავი 2"-ის მორიგ "სიაფანდობაზე" საუბრობს. მან სხვადასხვა ბაზრებიდან მოვაჭრეების კომენტარები გაავრცელა, სადაც დასტურდება, რომ ქართული ნიგოზის ფასი 18 ლარიდან იწყება და 35 ლარს არ აღემატება.


"კურიერის" ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი შალვა რამიშვილის მონოლოგს პასუხობს.
"ბატონო შალვა, ხვალვე მიგიყვანთ მაგ დახლთან - დეზერტირებში. ფასი ვიკითხე, პასუხი გადავიღე და სიუჟეტში ჩავსვი. ისევე როგორც სხვა პროდუქტებზე. P.S. ბოდიშს გიხდით თქვენს მეგობრობის თხოვნას რომ არ ვიღებ, უცხოებს არ ვიმატებ, " - წერს თამთა დოლენჯაშვილი.
.
0
718
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
718
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0