x
image
კატაპულტი
გორის მოსახლეობა 60-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს
image

იმ ფონზე, როდესაც სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება, ელექტრო-ენერგიისა და წყლის ტარიფი გაზარდოს 2018 წლის 1იანვრიდან, უმძიმესია გორის მუნიციპალიტეტის მიერ “სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ" დადგენილების ცვლილება, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური გადასახადებისათვის განკუთვნილ ვაუჩერებს ვეღარ მიიღებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვაუჩერების სისტემამ ერთი თვეც არ გასტანა, რადგან იგი 24 ნოემბერს ამოქმედდა, ხოლო 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა. 2018 წლის ბიუჯეტით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის 18 სახის ერთჯერადი დახმარებაა გათვალისწინებული, ძველი დადგენილების თანახმად კი, 20 პუნქტი მოქმედებდა.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მძიმე ტვირთად დააწვება გორის მოსახლეობის სოციალურად დაუცველთა ოჯახებს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ კომუნალურ მომსახურებაზე ფასები გაიზარდა და ზოგადად, ქვეყანაში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელმა საგრძნობლად აიწია.

საინტერესოა, შეიცვლება თუ არა რამე პრემიერ-მინისტრის 2018 წლის განმავლობაში რეგიონებში სტუმრობის შემდეგ, რაც მან ცოტა ხნის წინ დაანონსა.



თემასთან დაკავშირებული სტატიები:

1. მომატებული ტარიფები თბილისის მოსახლეობისათვის -სემეკის მზაკვრული გათვლა

2. რა დაგიჯდებათ 2018 წლის დახვედრა?

3. 2008 წლის ომის უცნობი დეტალები – მწარე სიმართლე

4.ცხოვრება გორის ომგამოვლილ სოფლებში (ინტერვიუ მოსახლეობასთან +ფოტოები)

5.გადმოასვენებენ თუ არა სტალინის ნეშტს გორში?

0
28
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0