x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორეული ტორტი და ქათმის სალათა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რეცეპტებიდან

image

კორეული ტორტი

ბისკვიტი:

კვერცხი 8 ც

შაქარი 5 ჩ.ჭ.

კარაქი 100 გრ.

სოდა ძმრით 3 ჩ. კ.

კაკაო 200 გრ.

თაფლი 4 ს. კ.

იოგურტი 2 ქილა, (მაწონი)

ფქვილი 5 ჭ.

ნიგოზი 2 ჭ. ( ან მიწის თხილი)

გოგლიმოგლს შევათქვიფოთ მაწონი, სოდა/ძმრით, გამდნარი 100 გრ. კარაქი, თაფლი 4 ს.კ.ვანილი, ფქვილი. გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ( დაბალ ცეცხლზე).

კრემი:

ავთქვიფოთ 400 გრ. კარაქი, 2 ქილა შესქელებული რძე, 2 ჭ. დაჭრილი ნიგოზი ან მიწის თხილი და ვანილი.

გამომცხვარ ფენებს წავუსვათ კრემი.

თავზე მოვაყაროთ მიწის თხილი.

ქათმის სალათა

საჭიროა:

1 პატარა თავი კომბოსტო,

2 ცალი სტაფილო,

400 გრ. მოხარშული ქათმის ხორცი,

1 კონა ქინძი,

1 ჩ. კ. წითელი ცხარე წიწაკა,

1 თავი წითელი ხახვი,

3 ს. კ. ლიმონის წვენი,

5 ს. კ. ზეითუნის ზეთი,

2 ჩ. კ. შაქარი, მარილი და პილპილი,

ნედლი ჯანჯაფილი,

3 ს. კ. მოხალული მიწის თხილი,

3-4 ტოტი პიტნა.

ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო კი წვრილ, გრძელ ჩხირებად.

ქათმის ხორცი დაჭერით ან დაჩეჩეთ. კომბოსტო დაჭერით თხლად, პიტნა, ქინძი და წითელი მწარე წიწაკა წვრილად. ( შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული წიწაკა).

ჯანჯაფილი ჯერ ძალიან თხელ ფენებად, შემდეგ კი ჩხირებივით დაჭერით. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ სასალათეში.

სოუსის ინგრედიენტები:

ზეთი, ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, პილპილი ერთმანეთში შეურიეთ და მოასხით სალათს. კარგად ამოურიეთ, თავზე დააყარეთ მოხალული მიწის თხილი.



იხილეთ ასევე:


1 . ინგლისელი ოსკაროსანი მსახიობის კოლინ ფერთის რეცეპტები- ოსპის წვნიანი და პიტნის ჩაი ილითა და ლიმონით



2. ლაურა რეხვიაშვილის რეცეპტები: სოკოს ჩაქაფული და შქმერული



3. ქათამი სოკოთი და ქათმის უგემრიელესი ხორციან-ბოსტნეულიანი ვერმიშელი



4. გლინტვეინი

0
59
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0