x
რა განასხვავებთ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთისგან გარეგნობის გარდა?
image

როგორია საზოგადოებაში სქესთა შორის განსხვავების შესახებ წარმოდგენები? ტრადიციულად მამაკაცს მიეწერება შემდეგი თვისებები: აქტიურობა, აგრესიულობა, კონკურენტულობა, დამოუკიდებლობა. ქალებს: პასიურობა, ემოციურობა, დამოკიდებულება, მზრუნველობა. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ეს სტერეოტიპები, მამაკაცურობის და ქალურობის გაზვიადებულ მოდელს წარმოადგენენ. ძირითადი თეორიები, რომლებითაც სტერეოტიების და სქესთა შორის განსხვავებების ახსნა ხდება ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ:


ბიოლოგიურ და სოციალურ თეორიებად.



1.ბიოლოგიური თეორიების თანახმად ჩვენი მამრობითი სქესის წარმომადგენელი წინაპრების ცხოვრება ორიენტირებული იყო ბრძოლაზე სქეობრივი პარტნიორისთვის და საკვების მოპოვებაზე. მდედრობითი სქესის წინაპრები კი ბავშვზე ზრუნვაზე იყვნენ ორიენტირებულები. შესაბამისად მამაკაცებს გენეტიკურად განუმტკიცდათ დომინირება, ხოლო ქალებს მზრუნველობა, თამამშრომლობის უნარი. პასიური მამაკაცი, რომელიც ქალისთვის არ იბრძოდა შთამომავლობას ვერ დატოვებდა, ასევე ქალი მამაკაცური თვისებებით ვერ შეძლებდა ბავშვის მოვლას. ქცევაში ეს განსხვავებები არსებობს ძუძუმწოვართა სახეობის 97% ში შიმპანზეს ჩათვლით. ბიოლოგიური თეორიების მომხრეებს მოყავთ შემდეგი ორი არგუმენტი:1. ჰორმონების ზეგავლენა გენდერულ როლურ ქცევაზე.2. განსხვავებულ კურლტურებში, გენდერული სტერეოტიპების მსგავსება.




2. სოციალური თეორიების მიხედვით, სქესთა შორის განსხვავების შესახებ წარმოდგენები ყალიბდება გარემოს ზეგავლენით შემდეგნაერად: პირველი კითხვა, რომელსაც დედას ბავშვთან დაკავშირებით უსვამენ ბავშვის სქესს ეხება. ზრდასრულები განსხვავებულად იქცევიან, იმის მიხედვით მათ წინაშე პატარა გოგონაა თუ ბიჭი. რასაც ნათლად აჩვენებს შემდეგი ექსპერიმენტი: ცდის პირები დაყვეს ორ ჯგუფად, მოათავსეს სხვადასხვა ოთახში და აყურებიბდნენ ერთი და იგივე ჩვილის ქცევას. პირველ ჯგუფს უთხრეს, რომ ბავშვი გოგოა მეორეს კი უთხრეს, რომ ბიჭი. ცდისპირებს, რომლებსაც ეგონათ, რომ ჩვილი გოგოა აკეთებდნენ შემდეგ კომენტარებს : „რა ლამაზია“ „ნახე იპრანჭება“ „ფრჩხილებს უყურებს“. მეორე ჯგუფი კი კომენტარებს: „ნამდვილი ვაჟკაცია“ „ნახე მუშტებზე იყუურება“. მშობლები განსხვავებულ სტრატეგიებს იყენებენ, გოგონას და ბიჭის აღრდის დროს. გოგონებს მეტს ელაპარაკებიან ემოციებზე აძლევენ მათი გამოხატვის საშუალებას, ბიჭებს კი აქეზებენ დამოუკიდებლობისკენ. მაგალითად ბიჭს, რომელიც წაიქცა და ტირის ეტყვიან, რომ „ბიჭი ხარ და უნდა მოითმინო“ გოგონას კი მოეფერებიან.


თუკი სქესთა შორის განსხვავებების მიზეზად ბიოლოგიას ჩავთვლით მაშინ აუხსნელი რჩება ადამიანთა დიდი ნაწილის ქცევა, რომელიც არ აკმაყოფილებს იმ ევოლუციურ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელი იქნებოდა გადარჩენისთვის. მაგლითად პასიური, ემოციური, კონკურენციის მოშიშარი მამაკაცი, ან ქალი, რომელიც ძალაუფლებისკენ ისწრაფვის და არ აქვს სურვილი შვილები აღზარდოს. სოციალური თეორიები კი მოვლენას უბრალოდ აღწერენ და არაფერს ამბობენ მათ მიზეზებზე. იმაზე თუ, რატომ იქცევა მშობელი განსხვავებულად ბიჭის და გოგოს აღზრდისას? რატომ არის ასეთი სტერეოტიპები გავრცელებული? და რა საფუძველი აქვს მათ? ამ კითხვებზე პასუხები შეგვიძლია ფსიქოანალიტიკურ თეორიებში ვიპოვოთ.


image

ფსიქოანალიზმა შემოიტანა ახალი ცნებები, რომლეთა გარეშეც ფსიქოანალიტიკური პოზიციის გაგება შეუძლებელია. ერთ ერთი ასეთი ცნებაა არაცნობიერი. არაცნობიერის გასაგებად უნდა განვმარტოთ ის თუ რა არის ცნობიერება. ცნობიერება არის ფსიკის ფუნქციონიერიების ის ნაწილი, რომელთა არსებობის შესახებაც სუბიექტს ცოდნა აქ. ის შინაგანი განცდები, რისი უშუალო „ჭვრეტაც“ შეუძლია სუბიექტს. მაგალითად ტექსტი, რომელსაც ახლა კითხულობთ ცნობიერების ველშია. ის აზრები, რომლებიც ამ ტექსტის კითხვის დროს გიჩნდებათ, წარმოდგენები, ფანტაზიები რომლებსაც უშუალოდ განიცდით. მოკლედ ცნობიერება არის ყველაფერი ის რაზეც „დაკვირვება“ შეგიძლიათ. არაცნობიერი კი არის ფსიქიკის ის ნაწილი, რომლის შესახებაც სუბიექტმა არაფერი არ იცის. ის ცნობიერების „დაკვირვების“ ველში არ შემოდის. წარმოიდგინეთ ოთახი, რომლის პატარა ნაწილსაც სანთელი ანათებს. განათებული ნაწილი ცნობიერებაა, გაუნათებელი არაცნობიერი. არაცნობიერი შეიძლება იყოს აზრები, ფანტაზიები, ემოციები, ლტოლვები. მათი უშუალო განცდა არ შეგვიძლია, მაგრამ ისინი თავს ავლენენ სხვადასხვა ფორმით. მაგალითად მამაკაცი, რომელიც განიცდის არაცნობიერ კონფლიქტს მამაკაცურობასთან დაკავშირებით, მისი ქცევა შეიძლება იყოს გაზვიადებულად „მამაკაცური“, საუბრობდეს მუდმივად კაცების უპირატესობაზე და ა.შ. ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით არაცნობიერში არ არსებობს ქალური და მამაკაცური, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცურობა და ქალურობა არის აღზრდის პროცესში გარკვეული სტადიების გადალახვის შედეგი, რომელთა საბუძველი არა ბიოლოგიაში არამად სხეულში, უფრო სწორედ კი სხეულის ფსიქიკურ რეპრეზენტაციაშია(ხატში, სხეულის სქემაში). ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ინტერესდებიან სქესთა შორის განსხვავებით, მათ იციან საკუთარი ანატომიის შესახებ და ვარაუდობენ, რომ საპირისპირო სქესიც ასევეა მოწყობილი. როდესაც პატარა ბიჭი აღმოაჩენს, რომ გოგონებს არ აქვთ პენისი, ის იწებს „თეორიების“ აგებას ამ ფაქტის ასახსნელად. ბავშვები ფიქრობენ, რომ გოგონებსაც ქონდათ პენისი, მაგრამ მათ ის კასტრაციის შედეგად დაკარგეს და უჩნდებათ შიში საკუთარი პენისის დაკარგვის. გოგონებიც მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ ბიჭებთან პენისს, ფიქრობენ, რომ მათაც ქონდათ პენისი, რომელიც დაკარგეს და უჩნდებათ შური პენისის მიმართ. ზრდასრულებს ბავშვებში მსგავსი აზრების არსებობა აბსურდათ ეჩვენებათ, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ბავშვების აზროვნება განსხვავდება ზრდასრული ადამიანის აზროვნებისგან. ის ლოკური მიმართებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებით კი არა თვალსაჩინო ხატების მეშვებოით აზროვნებს. გაიხსენეთ ბავშვების აზრები სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მიზეზი კი თუ, რატომ არ ახსოვთ ზრდასრლ ადამინებს ამ წარმოდგენების შესახებ არაფერი, არის ის, რომ ისინი განდევნილი არიან ცნობიერებიდან. რადგანაც მამაკაცურობა და ქალურობა არ არის, ის რაც დიფერენცირებულია არაცნობიერში, ცნობიერ დონეზე ის მოითხოვს გაზვიადებულ განსხვავებას, იმისთვის, რომ ადამიანს ქონდეს საშუალება საკუთარ სქესთან იდენტიფიცირების. ბავშვებს სწორედ ასეთი გაზვიადებული წარმოდგენები აქვთ სქესთა შორის განსხვავებაზე. სწორედ ეს არის მიზეზი სტერეოტიების წარმოქმნის. ჩვილი, რომელის ქცევაც სქესობრივი თვალსაზრისით ნაკლებად დიფერენცირებულია აჩენს ზრდასრულ ადამიანში ტენდენციას დაინახოს გოგოური და ბიჭური ქცევა. სოციუმი არის მკაცრი რეგულატორი ამ განსხვავების, იმისა თუ, როგორ უნდა იქცეოდეს კაცი და ქალი. ეს რეგულაცია აზრს მოკლებული იქნებოდა მათი საფუძველი ბიოლოგია, რომ ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ მამაკაცი უფრო ღირებულად ითვლება ტრადიციულ საზოგადოებაში ვიდრე ქალი. შესაბამისად მამაკაცური როლი უფრო მკაცრად რეგულირდება საზოგადოების მხრიდან და მისი დაკარგვა ან ამ როლიდან გადახვევა უფრო მკაცრი კრიტიკის საგანი ხდება. მამაკაცი მზად არის თავი გაწიროს მამაკაცური როლისთვის, რომლის დაკარგვაც სიმბოლური კასტრაცია იქნებოდა. შესაბამისად მამაკაცს აქვს შფოთვა საკუთარი მამაკაცურობის დაკარგვის (კასტრაციის შიში). ქალს კი, რომლის როლიც ნაკლებად ფასობს განიცდის შურს მამაკაცების მიმართ. შურმა, შეიძლება თავი იჩინოს მასკულინურ ქცევაში, აგრესიული ფემინისტური ორგანიზიების აქტვისტობაში, მამაკაცებზე დომინირების სურვილში, საკუთარი სხეულის დემონსტრირების სურვილში, რომლის საფუძველსაც არაცნობიერად არსებული პენისის შური წარმოადგენს. მოკლედ, რომ ვთქვათ არაცნობიერად არსებულ ამ ორი კონფლიქტის, პენისის შურის და კასტრაციის შიშის მრავალფეროვან გამოვლინებებს ვხვდებით სხვადასხვა ფორმით. მაგრამ რას ნიშავს მამაკაცობის დაკარგვა ან გაქცევა ქალური როლიდან? მამაკაცურობის „დაკარგვა „ ეს არის პოზიცია, რომლის დროსაც მამაკაცი ირჩევს პასიურ როლს, არ „აცხადებს“ პრეტენზიას მამაკაცურ ფალიკურ პოზიციაზე, შესაბამისად თავისუფლდება, კასტრაციის შიშისგან. ქალურობიდან გაქცევა კი ფალიკურ პოზიის დაკავებას ნიშნავს, რომლის დროსაც ქალის ქცევა ემსგავსება მამაკაცურისას, ის უარყოფს პენისის არ ქონას.

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:ინსაიტი
ინსაიტი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0