x
image
თედო16
აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა ბაღის ზეიმზე არ დაუშვეს

ზუგდიდში, აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა ბაღის ზეიმზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავის ფეისბუქ გვერდზე გოგონას დედა ავრცელებს:image

"დღეს ვარ აღშფოთებული და სრულიად კოლაფსირებული როგორც დედა.... დღეს ჩემი 4 წლის გოგონა გახდა უვიცი, უზნეო და ბეცი "ვაი-პროფესიონალების" დისკრიმინაციის მსხვერპლი.... მას შეუზღუდეს გართობის, სიცოცხლით ტკბობის, სიამოვნების უფლება, თანატოლებთან ერთად ახალი წლის ზეიმზე მონაწილეობის/დასწრების უფლება, მას ჩაურაზეს ის კარები, რომლის მიღმაც მისი ბავშვობაა, მისი მომავალია, მისი კეთილდღეობაა, ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა.... ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან.... (დავიბენი, ფოტო უნდა გადამეღო, როგორ ვერ ვაცილებდი კარებს და როგორ იდგა გამოპრანჭული გოგო, თავზე "ფერიას გვირგვინით") და ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა.... გამგემ ჩაკეტაო.... და ბოლოს მოვალეობის მოხდის მიზნით გაუგებარი სქესის თოვლის პაპამ ნაჩქარევად "მოგვიგდო" საჩუქარი.... მე მყავს 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლება არავის არ მივცემ...." – წერს გოგონას დედა.imageimage

პ.ს ხალხო ეს არის ჩვენი სამართალი, ვინ მისცა უფლება ამ ხალხს ამ გოგონას წაართვან ბავშვობა. ჩემი აზრით ამ თემით უნდა დაინტერესდნენ საჭირო სტრუქტურები რათა მოხდეს ამ თემის დროული და ადეკვატური გამოძიება. მეტიც ყველა იმ ბაღში მომუშავე ამღზრდელი უნდა განთავისუფლდეს სამუშაოდან.

2
17
3-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
17
  
2018, 1 სექტემბერი, 22:46
როგორც მე ვიც არა. კომენტარებშიც წერდნენ რომ არავის რეაგირება არ მოუხდენია.
2018, 1 სექტემბერი, 18:17
მოხდა რამე რეაგირება ამაზე თუ იცი?
0 1 2