x
image
კატაპულტი
ფრთხილად! თაფლი შეიძლება მომწამლავი იყოს

image




მიჩნეულია, რომ ნატურალური თაფლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჯანმრთელობისათვის, თუმცა ისევე, როგორც ყველა პროდუქტს მასაც შეიძლება გააჩნდეს უარყოფითი თვისებები.

გარდა იმისა, რომ ამ “თხევადი ოქროს" შეძენისას აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

ასევე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:


1.თაფლის მიღება არაა მიზანშეწონილი იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ პროდუქტისადმი ან ყვავილებისადმი ალერგიულია.წინააღმდეგ შემთხვევაში თაფლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა და სხვა.

2.ხშირად ჰგონიათ, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანისათვის თაფლის მიღება ნებადართული და სასარგებლოა, თუმცა მთლად ასეც არაა, მისი მირთმევა მხოლოდ ექიმის ნებართვითაა დაშვებული და მის მიერვე დანიშნული რაოდენობით.

3.ხშირ შემთხვევაში მედიკოსები თაფლის მიღებას უკრძალავენ 18 თვემდე ბავშვებს, თუმცა ამას რაიმე მეცნიერული საფუძველი არ აქვს.სიფრღხილე გვმართებს მხოლოდ პირველ ჯერზე მიღების დროს, რადგან ისევე, როგორც ყველა პროდუქტს, მასთანაც უნდა მოხდეს ბავშვის ორგანიზმის შეჩვევა.

4.გარდა ზემოთჩამოთვლილისა, არსებობს ასევე მომწამვლავი თაფლიც, რომელიც შეიძლება სრულიად ნატურალური იყოს, მაგრამ ფუტკარს შხამიანი მცენარეებიდან ჰქონდეს ნექტარი აღებული.მაგალითად, შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებულია მცენარე სახელად როდოდენდრონი, რომლის ყვავილისაგან მიღებული თაფლი იწვევს თავის ტკივილს, თავბრუს ხვევას, ღებინებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი გონების დაკარგვას.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამბაქოსაგან, რომელიც შხამიან მცენარედ ითვლება, მიღებული თაფლი სრულიად უვნებელი და პირიქით, სასარგებლოა.

0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0