x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
9 წლის აუტისტი ბიჭი პოლიციელებმა დააკავეს– მიზეზი შოკს მოგგვრით
თემა, რომელიც ზუგდიდში, ერთ–ერთ საბავშვო ბაღის დირექტორისა და პედაგოგების "დეგრადირებული" აზროვნების გამო დატრიალდა, ჯერაც არ გაციებულა. მათ თავიანთი "არაჯანსაღი ფსიქიკით" მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ საახალწლო ზეიმზე აუტისტური სპექტრის გოგონა არ დაუშვეს და საზოგადოება ერთხმად ითხოვს შესაბამისი ზომები მიიღოს შესაბამისმა უწყებებმა, რადგან ეს სრული სირცხვილი და დანაშაულია! კიდევ უარესი კი აშშ–ში, კერძოდ კი ფრანკლინში, ინდიანას შტატში გასულ ზაფხულს მოხდა.


image


ფრანკლინში, ინდიანას შტატში, ერთ–ერთი საშუალო სკოლის პედაგოგებმა გამოიძახეს პოლიცია იმ მოტივით, რომ "ხულიგანი" ბავშვი დაეწყნარებინათ.


30 აგვისტოს 9 წლის აუტისტი მოსწავლე იმიტომ დააკავეს, რომ მან ჯერ თანაკლასელთან იჩხუბა, შემდეგ კი ხელით შეეხო პედაგოგს. მომხდარის შესახებ მედია საშუალებებმა მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეიტყვეს. ბიჭი არასრულწლოვანთა სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ხელშეკრულების გაფორმების სტანდარტული პროცედურა ოც წუთს გაგრძელდა.



(იხილეთ ფაქტის ამსახველი ვიდეო)



http://intermedia.ge/vid/487128-9-წლის-აუტისტი-ბავშვი-თანატოლთან-ჩხუბის-გამო-დააკავეს/


ბავშვის მამის, რონი შეპერდის თქმით– "ზედიზედ ოთხი დღე მის ვაჟს დასცინოდნენ და ავიწროვებდნენ თანატოლები, რაზეც მას სრულიად ნორმალური საპასუხო რეაქცია ჰქონდა, დაარტყეს და თავდაცვის მიზნით მანაც დაარტყა. ჩხუბის დროს გასაშველებლად მისულ მასწავლებელზეც აწია მან ხელი და რა თქმა უნდა გააქტიურებული მექანიზმის, თავდაცვის მიზნით. ცოტა ხნის შემდეგ კი, როდესაც ასფექტის მდგომარეობა განიმუხტა, ბიჭი მივიდა მასწავლებელთან და ბოდიში მოუხადა. მას აქვს აუტისტის ფორმა და სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს ჩაერთო დაცვითი ბარიერი და ამის გამო უნდა დააპატიმრონ? ძალიან ძნელია უყურო აუტისტის სპექტრიან შვილს ბორკილებით, ამან მას კიდევ უდიდესი ტრავმა მიაყენა" განაცხადა მამამ, რონი შეპერდმა. (იხილეთ ვიდეო)


image


თუმცა, თვითმხილველებს აქვთ სულ სხვა მოსაზრება, ბიჭუნა ახრჩობდა თავის გამბრაზებელს, რაშიც მასწავლებელი ჩაერთო ხელის შეშლის მიზნით და მასაც მოხვდა.


აუტისტი ბიჭუნა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. მისი ყოფილი სკოლის დირექტორი კი განმარტავს, რომ პოლიციის გამოძახება იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მოსწავლეთა უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას.


ბავშვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება მოხსნილია.



P.S. ჩნდება კითხვები- სად იყო პედაგოგი და სკოლის დირექტორი მაშინ, როდესაც ბიჭუნას თანატოლები დასცინოდნენ? ამ ფაქტით არ დგას ბავშვთა უფლებები და უსაფრთხოება პირველ ადგილზე?





1
317
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
317
  
2017, 28 დეკემბერი, 10:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1