x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უცნაური პორტრეტისტი
image

თმა კანის რქოვანი დანამატია, რომელსაც უძველესი ცივილიზაციები საკრალურ, კოსმიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ბევრ მეცნიერს მიაჩნდა, რომ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, დაავადებები სარკესავით აისახებოდა თმაზე, მის იერსახეზე. სახალხო მკურნალები თმას 30-მდე დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ პირველყოფილ ადამიანს, რომელსაც სხეული მთლიანად თმით ჰქონდა დაფარული, თმის ცვენა აკლიმატიზაციის პერიოდში, ზღვისპირეთში დასახლების შემდეგ დაეწყო - რაც უფრო ნაკლები თმა ჰქონდა სხეულზე, მით ადვილად ცურავდა და თევზაობდა.

ინდიელები თმას სულიერ ჭრილში განიხილავდნენ და მას არ იჭრიდნენ. ზოგიერთი უძველესი ტომები კი თმის მოქაჩვას უდიდეს შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ. ბევრი ფიქრობდა, რომ ბავშვის თავის თხემი იმიტომ იყო რბილი, რომ მასში სულ ახალი ჩასახლებული იყო სული, თმა კი სულის დამცავი გარსი იყო.

ზოგიერთი რელიგია თმის გამოჩენას ქალებისათვის კრძალავს.


ჩვენს ქვეყანაშიც დიდი ხნის განმავლობაში იბურავდნენ ქალები თავს.

თმას ჩვენს დროშიც არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია, მიუხედავად იმისა რომ ბევრ ადამიანი მას საკრალურ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს თმის მოვლით ასე თუ ისე ყველა დაკავეულია...

იღებავენ სხვადასხვა ფრად, უვლიან ათასგვარი ლოსიონებითა და შამპუნებით, იჭრიან სხვადასხვა ვარცხნილობებს და ა.შ.

თმას ჩემთვისაც ყოველთვის დიადი საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა არა იმდენად ძლიერი რომ მასში სული დამენახა, უბრალოდ ყველა რაღაც გარდამტეხი მომენტის დროს ვუცვლიდი მას ფერს, ფორმას, სიგრძეს....

დღემდე ძლიერ მიყვარს ჩემი სურათები რომლებიც უკნიდან არის გადაღებული...

ძიების პროცესში შემთხვევით გადავაწყდი ერთ-ერთ საინტერესო მხატვარს, კოლინა ფლორენტინას, რომელიც გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნის, ის თავის ნახატებს პორტრეტებს უწოდებს.

მისი პორტრეტები იმითაა სხვა მხატვართა პორტრეტებისაგან განსხვავებული, რომ მის ნამუშევრებზე არ ვხვდებით სახეებს, რადგან სურათები ადამიანთა ზურგიდანაა შექმნილი...

imageimageimageimageესეც ჩემი პირადი კოლექციის მცირე ნაწილია:

imageimageimageimage

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0