x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ყველაზე უცნაური პროფესიები 2
კვერცხების მტეხავი:image

დასახელებით უკვე ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ იყო კვერცხების მტეხავი სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი დღე უნდა რბინო და მხოლოდ და მხოლოდ ამტვრიო კვერცხები. რაც მთავარია, უნდა შეგეძლოს გულისა და ცილის ერთმანეთისგან განცალკევება. ეს ადამიანები დიდ სამუშაოს ასრულებენ რესტორნებში და განსაკუთრებით საცხობებში.

image წიწილების სქესის დამდგენი:

ეს ადამიანები ძალიან უცნაური პროფესიის წარმომადგენლები არიან. მათ უწევთ დღეში ათასობით წიწილას დააკვირდნენ და გაარჩიონ მათი სქესი. წარმოდგენა არ მაქვს ეს რაში სჭირდებათ, მაგრამ აშკარად რთული უნდა იყოს. საინტერესოა რამდენს უხდიან.


imageბედის ნამცხვრების მწერალი(Fortune cookie writer):

იმედია, სახელი სწორად გადავთარგმნე.საქართველოში ასეთ სანტერესო "ნამცხვრებს" იშვიათად შეხვდებით. ისინი მომავალს "წინასწარმეტყველებენ" და ალბათ ყველასთვის საინტერესოა რა ამოუვათ, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც ამ ყველაფერს დაწერს და ნაცხვარში მოათავსებს? ზუსტად ამას აკეთებენ ეს ადამიანები. მათ საინტერესო წინასწარმეტყველებების წერა ევალებათ.

imageსახლის ძიძა:

თუ თვლი, რომ ძიძობა კარგი სამსახურია, მაგრამ ბავშვები დიდად არ გიყვარს, თუ მოგწონს სახლში ჯდომა, არაფრის კეთება და გინდა ამაში ვინმემ ფული გადაგიხადოს მაშინ, ეს ზუსტად საშენო საქმე ყოფილა. ბევრ მდიდარ ადამიანს, მიუხედავად ათასნაირი სიგნალიზაციისა, უჭირს სახლის დატოვება უპატრონოდ. ამიტომ, ისინი ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც მათ არყოფნაში სახლს მიხედავენ. არამგონია ცუდი იყოს ტელევიზორთან უსაქმოდ ჯდომა და ამაში ფულის აღება.



2
395
8-ს მოსწონს
ავტორი:8ზღა
8ზღა
395
  
2012, 21 ივნისი, 20:38
კაია კაია კაია მომწოონს
0 1 2