x
image
ირაკლი რუსიძე
60-წლიანი ძმაკაცობის ყველაზე მოულოდნელი გაგრძელება

image


74 წლის ვალტერ მაკფერლეინს და 72 წლის ალან რობინსონს 60-წლიანი ახლო მეგობრობა აკავშირებთ. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, შემდეგ ერთ -კოლეჯში და ერთ საფეხბურთო გუნდში თამაშობდნენ. შვილებიც საერთო სკოლაში შეიყვანეს და შვებულებებსაც ხშირად ერთად ატარებდნენ.


მოკლედ, ბავშობიდანვე მაგარი ძმაკაცები იყვნენ. ვოლტერი უმამოდ გაიზარდა და უკვე ხანშიშესულმა გადაწყვიტა თავისი ბიოლოგიური მამა მოეძებნა. მიმართა ერთ-ერთ ლაბორატორიას, გაიკეთა დნმ-ის ანალიზები და როგორც იქედან აცნობეს, მისი დნმ დაემთხვა მათ ბაზაში არსებულ ერთ-ერთ დნმ-ს და ამ დნმ-ის პატრონი უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ ვოლტერის ნახევარ-ძმა. დნმ-ის ნიკ-ნეიმი იყო რობი-747 და სანამ ვოლტერი ლაბორატორიიდან პასუხს მიიღებდა, დედამისმა ურჩია დაერეკა ალან რობინსონთან, რადგან ის ახალგაზრდობაში ბოინგ 747-ით დაფრინავდა და ეს ნიკიც შეიძლება მისი ყოფილიყო. ვოლტერის დედა მართალი აღმოჩდა, რაც ნამდვილი შოკი და სასწაულის ტოლფასი იყო ძმაკაცებისთვის. მათ კიდევ ერთხელ გაიკეთეს დნმ-ის ანალიზები და შედეგები იგივე იყო - ისინი ბიოლოგიური ძმები იყვნენ.


ასე შეცვალა მათი 60-წლიანი ძმაკაცობა ნამდვილი ღვიძლი ძმობით და დაკარგულ დროზე, ალბათ, გული არც წყდებათ- ისედაც ხომ ძმებივით ცხოვრობდნენ.

3
112
5-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი რუსიძე
ირაკლი რუსიძე
112
  
2017, 28 დეკემბერი, 22:19
რა კარგია რომ ასეთი ამბები მხოლოდ ფილმებში არ ხდება
2017, 28 დეკემბერი, 18:45
ვა , რა მაგარიაააა
2017, 28 დეკემბერი, 16:56
ვაა,საღოლ რა
0 1 3