x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სიღნაღში გაზის ბალონის აფეთქებას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა

image


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა შებინდებისას ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც ტექნიკის აფეთქება გამოიწვია.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედიკოსებს მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ. ძველ ანაგაში ამბობენ, რომ შემდუღებელი აპარატის ბალონი ეზოში მშობლების მოთავსებული იყო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
0
115
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0