x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მოამზადეთ ,,ნუთელა" სახლში- უმარტივესი რეცეპტი
2016 წელს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ “ნუთელა" საშიშ პროდუქტთა სიაში შეიყვანა, მასში გლიციდოლი აღმოაჩინეს, ნივთიერება, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს.

თუ საყვარელ პროდუქტს ვერ ელევით, შეგიძლიათ სახლში თავად დაამზადოთ. უფრო გემრიელიცაა და სასარგებლოც.

დაგჭირდებათ:

რძე-1 ჩაის ჭიქა


ფქვილი-1, 5 ს.კ.

შაქარი-1 ჩაის ჭიქა

კაკაო-2 ს.კ.

კარაქი-1 ს.კ.

თხილი-3 ს.კ.

ჯამში ჩაყარეთ შაქარი, კაკაო, ფქვილი და ნელნელა დაამატეთ რძე, თან გამუდმებით ურიეთ, რომ კარგად გაიხსნას და კოშტები არ დარჩეს.

დადგით დაბალ ცეცხლზე და წამოადუღეთ.გამუდმებით ურიეთ, რომ არ მიიწვას.

imageთხილი მოხალეთ და გააცალეთ კანი. დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში

imageგატარებული თხილი და კარაქი დაუმატეთ პასტაში და კიდევ ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ არაჟნის სისქის არ გახდება.

მომზადებული პასტა შეაგრილეთ, ჩასსხით ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

image

გემრიელად მიირთვით

image


0
102
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0