x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
მეოცე საუკუნის კინოს კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც ნაცისტებს სძულდათ

გარდაუვალობა უნდა აღიქვად ღირსებად, ცრემლები, რომელთაც თქვენ გარდაუვალი შემთხვევის გამო ღვრით, საიდუმლოდ უნდა დარჩეს“-

მარლენ დიტრიხის ცნობილი ციტატა.


image

გარდა უამრავი ბრწყონვალე როლისა, ნიჭიერებისა და გამორჩეული გარეგნობისა, მეოცე საუკუნის კინოს განვითარებაში შეტანილი განუზომელი წვლილისა, მარლენი გახლდათ იმდენად თამამი ქალი, რომელმაც გაბედა და დაუპირისპირდა მონსტრს ნაციზმის სახით. მარლენ დიტრიხმა უარი თქვა ნაციზმზე, რის გამოც მოღალატედ გამოაცხადეს და ფაშისტურ გერმანიაში დიდხანს აკრძალული იყო ფილმები მისი მონაწილეობით. მან გაბედა და რისკის ქვეშ დააყენა არამხოლოდ კარიერა, არამედ საკუთარი თავიც. ნაცისტებმა ის, ფაქტობრივად, შეაჩვენეს, უწყობდნენ აქციებს ბანერებით :“წადი სახლში, მარლენ!“ ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ის საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩა.


მარია მაგდალენა „მარლენ“ დიტრიხი დაიბადა 1901 წლის 27 დეკემბერს გერმანიაში, შენებერგში. მისი კარიერა 1922 წელს დაიწყო. წარმატებული დებიუტის შემდეგ, 1923 წელს, მან მიიპყრო რეჟისორ ზიბერის ყურადღება, რომელიც პატარ-პატარა როლებს აძლევდა. ერთი წლის შემდეგ, 1924 წელს მათ იქორწინეს. ამავე წელს მიიღო თავისი პირველი საპასუხისმგებლო როლი თომას მანის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში: “ცისფერი ანგელოზი“. აღსანიშნავია, რომ მარლენს ძალიან კარგად გამოსდიოდა მუსიკაც, თუმცა მან მსახიობის კარიერა აირჩია. მოგვიანებით ჰოლივუდშიც კი მოხვდა. ითამაშა ფილმებში: “მაროკო“ და “ეშმაკიც თვით ქალია“. ამ ფილმებმა ის 30-იანი წლების კინოს ვარსკვლავად აქცია.

image

მსახიობობამდე მღეროდა კაბარეში, უკრავდა ვიოლინოზე და გატაცებული იყო პოეზიით.

image

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ის ამ მხრივ საკმაოდ მოკრძალებული გახლდათ. ამაზე ბევრს არ საუბრობდა. დაქორწინდა ერთადერთხელ, რეჟისორ რუდოლფ ზიბერზე და ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი - მარია ზიბერი. ამას გარდა, ცნობილია მისი ურთიერთობები და მომოწერა ჰემინგუეისა და რემარკთან.

ამონარიდი ერთ-ერთი მიმოწერიდან: “ვერ წარმომიდგენია, სიცოცხლე მუსიკის, მხატვრობის, ცეკვის, ლიტერატურის გარეშე. როცა მეკითხებიან, – რას აკეთებ, როცა სცენაზე არ დგახარ, ვუპასუხებ: “ვკითხულობ, ვკითხულობ და ვკითხულობ“.

მან ითამაშა ფილმებში: “შერცხვენილი“ “წითელი დედოფალი“ “მე მიყვარდა ჯარისკაცი“ “შვიდი ცოდვილი“ “ოქროს საყურეები“ “ბრალდების მოწმე“ “პარიზის სიცხეში“ და უკანასკნელი როლი-მარლენი, რომელშიც საკუთარი თავი განასახიერა.

მარლენი 11 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული, ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ მძიმე შედეგები გამოიღო, გარდაიცვალა პარიზში 1992 წლის 6 მაისს.

image



0
68
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0