x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„თქვენ იცხოვრებთ ისევ აფხაზეთის ტერიტორიაზე“ - ვანგას წინასწარმეტყველება

image

ექიმი ბიოენერგოთერაპევტი და ფსიქოტერაპევტი გია სულაქველიძე ვანგასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. ექიმმა ერთერთ ტელე გადაცემაში ვანგას წინასწარმეტყველებაზე ისაუბრა.
1989 ბულგარეთში ვიყავი. ჩემი პროფესია კარგად გამომდიოდა და მადლიერების ნიშნად მითხრეს რას ისურვებთო და ვუთხარი, რომ ვანგას თუ შემახვედრებთ-თქო. ვანგამ მაშინ თქვა, რომ “მე დავინახე ეს ქართველი ექიმი და მე მას მივიღებ...“ კარებთან რომ მივედით მითხრეს, რომ ვანგა ცუდად არის, ნაღვლის ბუშტის შეტევა აქვს და ვერ მიგიღებთო, ჩემმა თარჯიმანმა უთხრა ჩემზე, რომ ვიყავი ექიმი და იქნებ ვანგას გამოადგესო, გამოვიდა იქიდან განცვიფრებული და გვითხრა, რომ ვანგა მიგიღებთო. ჩემთვის ვანგა იყო უდიდესი ექსპერტი და მივდიოდი იმისთვის, რომ მეკითხა - ვაკეთებ თუ არა მე იმ საქმეს, რომელიც უნდა გავაკეთო? რომ მივედი ფეხები მომეკვეთა და ჩავიმუხლე, მოვკიდე ხელი მაჯებზე და ვიგრძენი ეს კონტაქტი, ჩავუტარე მას ეს უკანტაქტო მკურნალობა და ნელ-ნელა მას სუნთქვა აღუდგა. წამოვედი და საღამოს დარეკეს, რომ ვანგა გიბარებსო. ცალკე შეხვედრა გაგვიკეთა თარჯიმანთან ერთად და მითხრა:
„თქვენ იცხოვრებთ ისევ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცხოვრობთ!“ - ვერ გავიგე მაშინ ამის შინაარსი, 1989 წელია, ვერ მივხვდი... მითხრა ჩემი მომავალი... ეს დღეს უკვე ვიცი, რაც იგულისხმა, ეს არის აფხაზეთი. მე ამ რწმენით მოვდივარ... როცა გამოვედით, მომცეს რაღაც და მითხრეს, ეს ვანგამ საჩუქრად გადმოგცათო. ეს არის ვანგას ნაჩუქარი ლარნაკი. ეს დღეს გამოვიტანე პირველად სახლიდან... გავათავისუფლეს ეს კეთილი ჯინი...“ - ჰყვება გია სულაქველიძე.
0
662
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0