x
ყარსის ხელშეკრულების დადების მიზეზები

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიშალა გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიები. ახლო აღმოსავლეთი და კავკასია დაიკავეს ინგლის- საფრანგეთის საოკუპაციო ჯარებმა. პარალელურად პარიზში, ვერსალში მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოების შექმნა უკვე დაშლილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ასევე განიხილებოდა ახალი თურქული სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც მცირე აზიაში მხოლოდ ანატოლია უნდა მოეცვა.
ანტანტის სახელმწიფოების ამ სურვილს წინ აღუდგა მუსტაფა ქემალი, რომელმაც ბრძოლა დაიწყო როგორც ანტანტის სახელმწიფოების, ასევე სულთნისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მან კავშირი დაამყარა საბჭოთა რუსეთთან, რომელიც სამოქალაქო ომის ცეცხლში იყო გახვეული. 1920 წლის აგვისტოს ბოლოს მოსკოვში გაიხსნა თურქეთის საელჩო. მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება საბჭოთა რუსეთის მიერ თურქეთისათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ: იარაღით, სამხედრო აღჭურვილობითა და ოქროთი. თუმცა ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი არ იქნა გაფორმებული იმის გამო, რომ ამ დროს არ იყო დადგენილი ამიერკავკასიაში რუსეთ-თურქეთის საზღვარი. იმავე წლის ოქტომბრის დამდეგს ანკარაში საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური მისია ჩავიდა, გაიხსნა საბჭოთა რუსეთის საელჩო. 1920 წლის ბოლოსთვის ანკარას ეწვია რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ბუდუ მდივანი.
პარალელურად, საქართველო-რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დე-ფაქტო და დე-იურედ ცნობდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების, ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალას ოლქების ფარგლებში.
რუსეთის მიერ საქართველოს დე-ფაქტო და დე-იურედ აღიარების შემდეგ ინგლისმაimage



, საფრანგეთმა, აშშ-მ, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა საქართველო დე-იურედ ცნეს და სურვილი გამოთქვეს დაემყარებინათ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. ასევე, 1920 წლის ნოემბერში თბილისში ანკარის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის პოლკოვნიკ ქიაზიმ ბეის, ჩამოსვლის შედეგად საქართველოში გაიხსნა თურქეთის საელჩო (ელჩი - ქიაზიმ ბეი), ხოლო 1921 წლის 8 თებერვალს ანკარაში ჩასულ საქართელოს ელჩს, სვიმონ მდივანს შეხვდა მუსტაფა ქემალ დაშა. ამ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს საქართელოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე რეგიონში და თურქეთის როლზე აღმოსავლეთში. შეხვედრის ბოლოს თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ საქართველო დე-იურედ ცნო და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დე-ფაქტო და დე-იურედ აღიარების მიუხედავად 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმია შემოვიდა და მეორე დღესვე მოსკოვში ოფიციალურად გაიხსნა რუსეთ-თურქეთის კონფერენცია, რომელზეც ყველაზე დაძაბული დისკუსია ამიერკავკასიის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა: საბჭოთა რუსეთის დელეგაცია მოითხოვდა, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარი დადგენილიყო 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის რუსეთ-თურქეთის ზელშეკრულების საფუძველზე, ანუ საქართველოს ხელში დარჩენილიყო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, ქ.ბათუმი და ბათუმის ოლქი, თუმცა თურქეთის მხარე ამაზე არ თანხმდებოდა. 9 მარტს მოლაპარაკებებში ლენინის დავალებით ჩაერთო იოსებ სტალინი, რომელმაც საერთო მდგომარეობა შეცვალა და თურქეთის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად 16 მარტს დადებულ იქნა ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორის. ის შედგებოდა 16 მუხლისაგან და 3 დამატებისგან.
ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით, თურქეთი დათანხმდა საქართველოსთვის დაეთმო ქ.ბათუმი, შესაბამისად, ართვინის, არტაანისა და ყარსის ოკრუგები თურქეთს გადაეცა. მოსკოვის ხელშეკრულების მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე მუხლების თანახმად, რუსეთი იღებდა ვალდებულებას სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში გადაედგა ნაბიჯები, რათა მათ ეღიარებინათ მოსკოვის ხელშეკრულება, რომელიც მათ უშუალოდ ეხებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკა დაპყრობილი ჰქონდა, ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული, თუ რა სახით შევიდოდნენ ამიერკავკასიის რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ყარსის მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლების ჩართვა.

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხაბულიანი
მარიამ ხაბულიანი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0