x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"უკაცრავად თავზე მაზიხართ... მალე ჩავალ გენაცვალე"
image


"უკაცრავად თავზე მაზიხართ..." ალბათ მსგავსი სიტყვები არაერთხელ გაგიგიათ ან თქვენ თვითონ გითქვამთ მაშინ, როდესაც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრასპორტით მგზავრობთ.


ფაქტია, რომ მგზავრობისას ხშირ შემთხვევაში გვიწევს სრულიად უცნობი ადამიანის გაცნობა ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა წელზე ხელის მოხვევა, კეფაზე ტუჩის მიდება და ბოლოს ყველაზე ხშირი კისერზე შემოჯდომა.



აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც თბილისში მცხოვრები მოსახლეობა, დღეს არსებულ მონაცემებთან შედარებით 2- ჯერ ნაკლები იყო, უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადიოდა და არ უწევდა ადამიანს სამსახურში, ბაღში ან თუნდაც სკოლაში მიმავალს 20 წუთი ლოდინი.



დღეს კი შემცირებული ავტობუსები, გაორმაგებულ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და საბოლოო ჯამში ხშირ კომფლიქტსაც იწვევს.



ძნელია ერთი კუთხით უყურო და შეაფასო არც ისე უმტკივნეულო საკითხი და არ აღნიშნო თვითონ მგზავრების "შეგნება", რაც გამოიხატება შემდეგში:


1: მეტროში კართან დგომა...

2.ავტობუსის კიბეზე ჩამოჯდომა ...


ეს ქმედებები საერთო ჯამში, ყველაზე დიდი პრობლემის მომტანია, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველებს გვჯერა მითის: "წინ დაჯექი მალე მიხვალ..." ხოდა ამის ფონზე არც ის გვიკვირს, რომ საჭესთან მძღოლთან ერთად 3 ან მაქსიმუმ 5 უბილეთო მგზავრი ზის.



კართან დგომა, რომ უკვე სისხლში გვაქვს ფაქტია, თუმცა კარის გაღება და ერთმანეთის გატანა უკეთ გამოგვდის, ნეტა სხვა საქმეშიც ასე გაგვქონდეს ქართველებს ერთმანეთი.



ფრაზები, რომელსაც გაიგებდით ან თქვენც გითქვამთ დაახლოებით იმის მსგავსია, რასაც ახლა ნუმერაციის სახით დავწერ...


1. უკაცრავად ფეხი იღლიაში მომყვა...

2. ქალბატონო იქნებ გამატარო რა წესია...

3. შვილი დამივარდა არ დააბიჯოთ რა...

4. შუაში ადგილია გადაიწიეთ...

5. რა ხალხია რაა, დადგებიან კართან და...

6. ფუი თქვენს ქალობას...

საბოლოო ჯამში პრობლემა ისეთი მწვავეც არ არის, რომ ვერ მოგვარდეს, თუ ჩვენ უბრალო მგზავრები ერთმანეთში მოვგვარდებით. დამიჯერეთ შუაში შესვლა და კარს მოშორება ჯობია, ვიდრე გაჩერებაზე თქვენი სახით "ლელოს" დადება.



2
217
3-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
217
  
2018, 6 იანვარი, 11:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 27 დეკემბერი, 10:32
ერთხელ, საღამოს 110 ნომერ ავტობუსში, ცალ ფეხზე რომ დგახარ და მაინც გიხარია, გარედან გაისმა ერთობ ტანმსხვილი კონტროლიორის ხმა - გადაიწიეთ, თორემ უჩემოდ ავტობუსი არ წავა))) ასე, რომ მარტო მგზავრები არ ვცოდავთ))))
0 1 2