x
როგორ შეიჭრა არაბულ-მუსლიმური კულტურა ქრისტიანულ დასავლეთ ევროპაში და რა შედეგები მოჰყვა ამას?
არაბების მიერ ტოლედოს (1085წ.) და სიცილიის დაკავებით საფუძველი ჩაეყარა იმ პროცესს, რომელიც ვ. ბარტოლდმა განსაზღვრა, როგორც ორი ცივილიზაციის “კულტურული კომუნიკაცია". კულტურული ურთიერთობები ევროპასა და არაბეთის ქვეყნებს შორის დაკავშირებულია პოლიტიკური და სამხედრო კონტაქტებით: არაბების შეჭრა ესპანეთში, სიცილიაში, ჯვაროსანთა ლაშქრობები ახლო აღმოსავლეთში და ა.შ. VIII საუკუნიდან დაწყებული გრანადას განთავისუფლებამდე 1492 წლამდე, ესპანეთმა მრავალი საუკუნე გაატარა მშვიდობისთვის ბრძოლასა და ქრისტიანობა-ისლამის დაპირისპირებაში. არაბების შემოსვლა ესპანეთში სათავეს იღებს 711 წელს.რის შემდეგაც მათ მალე დაიკავეს მთელი პირინეის ნახევარკუნძული. მათ აქ ჩაანაცვლეს ვესტგოთთა მმართველობა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ესპანეთი ისლამური არ გახდა, არაბებმა ესპანეთში მაინც დატოვეს თავიანთი კულტურული კვალი, რომელიც დღესაცაა შემორჩენილი არაჩვეულებრივი და თავისებური ძეგლებით.

კორდოვაში არსებობდა 70-ზე მეტი ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზიებიც. მაგრამ არაბულმა ესპანეთმა განსაკუთრებული ინტელექტუალური განვითარება ჰპოვა ხალიფა ალ-ჰაქამ II-ის (961-976) მმართველობის პერიოდში. მან გახსნა ასობით ბიბლიოთეკა, ათასობით წიგნით თითოეულ მათგანში. ასევე კორდოვაში საწერ მასალად იყენებდნენ ქაღალდს, რაც ასევე უცხო იყო მთლიანად ევროპისთვის. არაბები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მედიცინას, მათემატიკას და ასტრონომიას. ამიტომ კორდოვა, სევილია და ტოლედო იქცა განათლების ცენტრებად. აქ მოღვაწეობდნენ არაბი ექიმი ავეროესი და ებრაელი ფილოსოფოსი მაიმონიდი. გამორჩეულია ესპანელი მწერალი პედრო ალფონსო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა არაბულ-ესპანურ მწერლობაში.


კორდოვა


La Mezquita



ცივილიზაციის ასეთი განვითარებით კორდოვას სახალიფო იქცა დასავლური ისლამური ხელოვნების შუქურად შუა საუკუნეებში.

არაბებმა ანდალუსიის დაპყრობის შემდეგ განავითარეს ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. არაბებმა ესპანეთში შეიტანეს ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ბროწეული, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ბანანი, ნუში, ზაფრანა, ბამბა, ბრინჯი, ლეღვი, გრეიფრუტი, გარგარი, ინა და ა.შ. ასევე მოხდა ესპანური და არაბული ენის ასიმილაცია. მიმდინარეობდა თარგმნითი საქმიანობები ბარსელონაში, ტარაგონში, პამპლონში და ლეონში, მაგრამ მთავარი ცენტრი მაინც ტოლედო იყო. მთარგმნელთაგან ერთ-ერთი პირველია ჯერარდო კრემონელი, ჩრდ. იტალიის ქალაქ კრემონიდან. მას მიეწერება 100-მდე ნაშრომის თარგმნა. არაბული მეცნიერების მიღწევებით პირადად იყო დაინტერესებული ალფონსო X კასტილიელი (1252-1284). ასეთი განვითარების შედეგად არაბული სამეცნიერო ტერმინები ევროპულ ენებშიც დამკვიდრდნენ.მათი რაოდენობა დაახლ. 4000 აღწევს.


ალფონსო X კასტილიელი


განათლებული და საღად მოაზროვნე ევროპელების ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ახლო აღმოსავლეთის შესწავლას პარიზის, სალამანკის და სხვა უნივერსიტეტებში. მიუხედავად რელიგიური ანტაგონიზმისა, რომელსაც ჯვაროსნების დროს კონკრეტული პოლიტიკური სარჩული დაედო, ისლამური სამყარო არა მარტო ამდიდრებდა ევროპას თავისი მიღწევებით, არამედ აიძულებდა მას დაენახა თავისი ნაკლი და გადაედგა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.

მიუხედავად რელიგიური დაპირისპირებისა, ისლამის უკეთ გაცნობის მოთხოვნილება განათლებულ ევროპელთა შორის ყოველთვის არსებობდა. უკვე XII საუკუნეში ესპანეთში გაჩნდა ყურანის ლათინური თარგმანი. 1649 წელს ყურანი ფრანგულად, 1734 წელს კი ინგლისურად ითარგმნა. მართალია, მუსლიმურ ესპანეთთან ურთიერთობით და ჯვაროსანთა ლაშქრობების შედეგად ევროპელების ცოდნა ისლამური სამყაროს შესახებ გაიზარდა, მაგრამ მას მაინც დიდხანს შემორჩა რელიგიური ანტაგონიზმის კვალი და ადრეულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები. აღმოსავლეთისადმი ინტერესის მაჩვენებელი იყო ისიც, რომ ტერმინი “ორიენტალისტი" ინგლისურ ენაში გაჩნდა 1779 წლიდან, ხოლო ფრანგულში უფრო გვიან – 1799 წელს.


0
383
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0