x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
„ჯერ შვილს მივხედავ და მერე გავაკეთებ რაც საჭიროა“ - დაჭრილი მაჩალიკაშვილის მამა
image


პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელების მიერ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიჭმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა.


ახმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს კატეგორიულად უარყოფს დაჭრილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.


„იმიტომ აკავშირებენ, რომ სად რა ხდება რომ გაიგოს, მაგის შნო, ძალა და ენერგია მთავრობას არ გააჩნია. ვიღაცა უნდა გაიწიროს. აი, ეს ხდება. ჩატაევის ხსენებაც არ მინდა. არ ვიცნობდი და არც მქონია მაგასთან არავითარი კონტაქტი. რას ვაპირებთ? ჯერ ამ ჩემს შვილს მივხედავ, რა მდგომარეობა იქნება. მივაბარებ ალაჰს? მივაბარებ. არადა გამოჯანმრთელდება, აი მერე გავაკეთებ, რაც იქნება საჭირო“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.



თემირლან მაჩალიკაშვილს ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმების განცხადებით, მას ქალა-ტვინის შემავალი ჭრილობა აქვს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 3 საათიდან დაიწყო. სპეცოპერაციის ფარგლებში 5 ადამიანია დაკავებული, რომლებიც, სუს-ის განცხადებით, დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.


როგორც სუს-ის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, „თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“.

1
278
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
278
  
2018, 12 იანვარი, 10:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1