x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
უცნობი სისხლიანი უინსტონ ჩერჩილი

image

გასული საუკუნის ყველაზე სისხლიან მმართველთა შორის ყველაზე ხშირად ჰიტლერს, სტალინს, ფრანკოს და ა.შ. მოვიაზრებთ და თითქოს ამ ჩამონათვალში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს არაფერი ესაქმება.თუმცა, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მასაც არანაკლებ აქვს ხელები სისხლში გასვრილი. ისინი ძირითადად აპელირებენ ბენგალის 1943-1944 წლების მასობრივ შიმშილობის თემით, რომლის დროსაც 4 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.ამ დროს ინდოეთი ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ჩერჩილს ბრალს დებენ უმოქმედობაში, უფრო მეტიც, იმ დროს როცა შიმშილით მილიონობით ადამიანი იღუპებოდა, ბრიტანელებმა 170 ათასი ტონა ავსტრალიური ხორბალი ბენგალის გვერდის ავლით დიდ ბრიტანეთში ჩაიტანეს და დაასაწყობეს, ამასთან ბრიტანეთში ხორბლის დეფიციტი არ არსებობდა.ჩერჩილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ირიდებდა და შიმშილობაში თვითონ ბენგალელებს ადანაშაულებდა, "ისინი ხომ კურდღლებივით მრავლდებიან"-ო - ამბობდა პრემიერ-მინისტრი.

0
126
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი რუსიძე
ირაკლი რუსიძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0