x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გარდაიცვალა კომპოზიტორი ვლადიმერ შაინსკი,რომელმაც ლეგენდარული საბავშვო სიმღერები შექმნა და მასზე თაობები გაიზარდა

image

აშშ- ში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული საბჭოთა კომპოზიტორი, რუსეთის სახალხო არტისტი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვლადიმერ შაინსკი.

ვლადიმერ შაინსკი დაიბადა 1925 წლის 12 დეკემბერს კიევში. 1945 წლის სამამულო ომის შემდეგ ვლადიმერ შაინსკიმ მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაააბარა საორკესტრო ფაკულტეტის განხრით. 1949-1952 წლებში მუშაობდა ლეონიდ უტიოსოვის ორკესტრში. შემდეგ სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასით (1952-1954) და 1954 წლიდან 1962 წლამდე მუშაობდა კომპოზიტორად და სხვადასხვა საესტრადო ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელად.

2000 წლიდან ის ცხოვრობდა ისრაელში, 2004 წელს შეერთებულ შტატებში, კერძოდ სან-დიეგოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან მიიღო ოფიციალური ნებართვა. დიდი ხნის განმავლობაში შაინსკი ცხოვრობდა ორ ქვეყანაში, - რუსეთსა და შეერთებულ შტატებში.

მის საბავშვო სიმღერებზე თაობები გაიზარდა, ავტორი იყო ისეთი პოპულარული სიმღერებისა როგორებიცაა:«Антошка», «Чунга-Чанга», «Песенка о кузнечике», Облака, белогривые лошадки», «Песня Мамонтенка» და "Песенка крокодила Гены" და სხვა.

0
107
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0