x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მივიწყებული ადგილები- სადაც ცივი ომი ყველაზე ცივი იყო

image1950-იან წლებში, ცივი ომის დასაწყისში, აშშ-მ საბჭოთა კავშირიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის გამო, გადაწყვიტა ქვეყნის ჩრდილოეთით მოეწყო ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლითაც მოხდებოდა საბჭოთა ატომურ ბომბების მატარებელი თვითმფრინავების დროული აღმოჩენა. ამბიციური პროექტი, რომელშიც 25 000 ადამიანი ჩაერთო და მილიარდობით დოლარი დაიხარჯა, მალევე იქცა ამერიკის და ზოგადად კაპიტალიზმის ღირსების საქმედ. სარადარო სისტემების ხაზი ჩრდილოეთ პოლარული წრიდან 300 კმ მოშორებით, 4800 კილომეტრზე გადაიჭიმა. სამუშაოები მიმდინარეობდა ურთულეს პირობებში, -50- -60 გრადუს ტემპერატურაზე.ცენტრალური სადგურები პატარა ქალაქებად იქცნენ - ავტონომიური დენის და გათბობის წყაროებით, სამეთაურო და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი და გასართობი შენობებით. სისტემა დიდხანს უზრუნველყოფდა ამერიკელთა მოჩვენებით სიმშვიდეს, თუმცა მოგვიანებით, როგორც ბირთვული შეტევითი იარაღის, ასევე ასევე სარადარო ტექნოლოგიების განვითარებამ ის უფუნქციოდ დატოვა.imageimageimageimageimageimageimage






0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი რუსიძე
ირაკლი რუსიძე
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0