x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81829
  • ვიდეო:333832
  • სურათი:438986
სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოში „გატაცებისთვის“ კომპენსაციას ითხოვს

image


ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში მისი „გატაცებისთვის“ კომპენსაციას მოითხოვენ.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გატაცების ფაქტი, უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა. „სახლიდან გამიტაცეს, იძალადეს არა მარტო ჩემზე, არამედ ადამიანების ჯგუფზე. არც ერთი დოკუმენტი არ გააჩნდათ, რომელიც მათ ამის უფლებას მიანიჭებდა“, - განმარტა სააკაშვილმა.
ამასთანავე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლაზე კვლავ უარი განაცხადა.
„უსაფრთხოების სამსახურს ჩემი ხმის ნიმუში სჭირდება ისტორიისთვის. ისეთ სიმღერას ვუმღერებ, რომ დიდხანს დაამახსოვრდებათ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
5 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავზე დააკავა, თუმცა, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტებმა, რომლის ლიდერიც სააკაშვილია, ძალოვანი სტრუქტურების ავტომობილი არ გაატარეს და სააკაშვილის განთავისუფლება მოახერხეს.
8 დეკემბერს კი, სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში მაინც მოათავსეს, თუმცა რაიონულმა სასამართლომ პოლიტიკოსი გაათავისუფლა. სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ კიევში ორგანიზებული აქციები, ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის, ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს მიერ დაფინანსდა, თვითონ აქციები კი სახელმწიფოებრივი წყობის დამხობას ემსახურება.
0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0