x
ადამიანები და მათი ინდივიდუალურობა

იცით რამდენჯერ დავფიქრებულვარ ადამიანების ამოუხსნელობაზე? ყოველთვის ის დასკვნა გამომაქვს რომ ვერცერთ ადამიანს ჩავწვდები ბოლომდე და საერთოდ არც ღირს ამაზე ფიქრი. ჯერ კიდევ 5-6 წლის ასაკში როცა დასაძინებლად ვწვებოდი ვფიქრობდი ამ თემაზე და იმაზე რომ როდისმე ყველა ისე მოვკვდებით თითქოს არასდროს გვიცხოვრია.. ვფიქრობდი იმაზეც თუ რა მეშველებოდა როცა ყველა ჩემი ახლობელი მოკვდებოდა და სრულიად მარტო დავრჩებოდი?! სიმარტოვე იყო ის რისაც ყველაზე ძალიან მეშინოდა და ის რაც ყველაზე მეტად მძულდა. მეგონა რომ სიმარტოვე თუნდაც რამდენიმე წუთით არასდროს მომანიჭებდა სიამოვნებას, თუმცა ამაშიც ვცდებოდი როგორც ძალიან ბევრ რამეში. ამჟამად როცა მარტო ვარ მაშინ უფრო ნაკლებად მარტო ვგრძნობ თავს რადგან მარტოობის ჟამს გარშემო ვინცაა ყველას ესმის ჩემი. ნამდვილად სასაცილოა ის რომ ვერ ვიპოვე ადამიანი რომელიც არ გამიცრუებს იმედს. ხანდახან ისინი ვერც ხვდებიან ამას და თუ ხვდებიან ალბათ უბრალოდ მოსწონთ ეს.



image

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:გამოუსწორებელი ოპტიმისტი
გამოუსწორებელი ოპტიმისტი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0