x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვენების ვარიკოზული დაავადება-მიზეზები,პროფილაქტიკა და მკურნალობა


ყველა ქალის სურვილია, რომ ქვედა კიდურები იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა სარკესთან დგომისას ერთხელაც აღმოაჩნეთ, რომ თქვენი სისხლძარღვები დაფარულია "ლურჯი ვარსკვლვებით", უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს "სამკაული" დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და ერთ დღესაც ელემენტარულად კაბასაც ვეღარ ჩაიცვამთ.


ვარიკოზული დაავადება ცნობილია უძველესი დროიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას ცდილობდნენ (თუმცა უშედეგოდ) ძველი დროის უდიდესი ექიმები ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი და პარაცელსი. მას უწოდებდნენ ”დაავადებას, რომელიც მოგცელავს”. ამ დაავადების შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ. სწორედ მან აღმოაჩინა 300 წლის წინათ კაპილარული სისხლის მიმოქცევა და დაამტკიცა, რომ სისხლი მიედინება არტერიებიდან ვენებისაკენ და იქიდან კი გულისაკენ.

image


ადრე ითვლებოდა ვარიკოზული დაავადება მხოლოდ "ფეხზე მდგომი" პროფესიების დაავადებაა, პირველი სიმპტომები 35 წლის შემდეგ შეინიშნება, თუმცა დღეს დაავადება უფრო გაახალგაზრდავდა და "კომპიუტერული თაობის" 20-30 წლის ქალებშიც შეინიშნება.


სამწუხაროდ, არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული სიმპტომები როდესაც დაავადება იწყება. მაგრამ თუ თქვენ გტკივათ და ადვილად გეღლებათ ფეხები, გრძნობთ სიმძიმეს და გაქვთ მწვავე შეტევები - ეს არის განგაშის საბაბი, ამის შემდგე გამოჩნდება ნაცნობი ძლივს შესამჩნევი მოლურჯო ვენები - სისხლძარღვთა ბადეები, რომელსაც დროზე თუ არ მიხედავთ და იმკურნალებთ მოგვიანებით გახდება კიდევ უფრო შესამჩნევი - განგაშის ატეხვა აუცილებელია მანამდე, სანამ ფეხების ზედაპირზე ფეხები გამოჩნდა კანქვეშა ვენების მთლიანი კვანძები, მახინჯი თრომები და წყლულები, რასთანაც ბრძოლა ძალზე რთულია, მკურნალობა შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

image

სამწუხაროდ ზუსტი მიზეზების დადგენა, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ვარიკოზი ძნელი დასადგენია, მოქმედებს რიგი ფაქტორები:

image

მემკვიდრეობითი-ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს დაავადება პირველ რიგში არის მემკვიდრეობითი, თუ თქვენი ბებია ამ დაავადებით იტანჯებოდა, 90% არის იმის შანსი, რომ გენეტეკურად თქვენც დაავადდეთ.

image

ფეხმძიმობა-ერთ-ერთი ყველაზე მაპროვოცირებელი ფაქტორი, ჰორმონალური ფონის ცვლილება იწვევს ვენების ტონუსის დაქვეიტებას.

image

მოუხერხული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი-ვიწრო ჯინსები, ვიწრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, საერთოდ რაც უფრო ფართოა ფეხსაცმლის ლანჩი მით უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს ფეხებს.


image

პროფესია-ზემოთაც ავღნიშნეთ, რომს ეს პროფესიული დაავადებაც არის, რაც უფრო დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა(მაგ:ოფიციანტი, პარიკმახერი, ბორტგამცილებელი და ა.შ)და ჯდომაც და ამათანავე არასწორი კვების შედეგად წონაში მატება, მით უფრო დიდი შანსია განვითარდეს ვარიკოზი.

image

გადატვირთული ვარჯიში-არ გეგონოთ, რომ ფიტნესი ყოველთვის სასარგებლოა, ზედმეტი ვარჯიში ტრენაჟორზე ან შტანგის აწევა პირდაპირ ურტყავს თქვენს ვენებს.



მკურნალობა:


image

მალამოები და გელები-ხსნის დაღლის და სიმძიმის სიმპტომებს, მკურნალობის ამ მეთოდს არ მოაქვს სწრაფი ექფექტი, თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენებით შესაზლებელი სიტუაციის გამოსწორება შეჩერება დაავადების საწყის ეტაპზე.

image

ვენოტონიკი-ინიშნება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით,

აქრობს ფეხებში დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნებას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.


image

ვენების ლაზერული კოაგულაცია-

ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ, მცირე ნაჩხვლეტიდან, ვარიკოზით დაზიანებულ ვენაში შეჰყავთ უწვრილესი გამტარი (წვრილი ლაზერული ბოჭკო), რომელიც მიერთებულია ლაზერთან. შემდეგ გამტარს გადაადგილებენ ვენის მიმართულებით და ლაზერული გამოსხივებით აცილებენ ზედმეტ შრეს, რომელიც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მოძრაობას.


image

სკლეროთერაპია-

სპეციალური თხევადი ნივთიერება - სკლეროზანტი, უწვრილესი ნემსით შეჰყავთ ვარიკოზულად გადაგვარებულ და დაზიანებულ ვენებში, რაც იწვევს დაზიანებული სისხლძარღვის „შეწებებას“, ვარიკოზის სიმტომებისა და თავად ვენების გაქრობას.

პროცედურის ჩატარებას სჭირდება სულ რამოდენიმე წუთი და პაციენტს მაშინვე შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რითმს.

image

ოზონეთარაპია - ვარიკოზული ვენების, მკურნალობის ახალი მეთოდი . ოზონი მცირე ზომის ნემსით შეჰყავთ დაზიანებულ სისხლძარღვში "შესაწებებისთვის". შესამჩნევი შედეგის მისაღწევად, რამდენიმე პროცედურა საკმარისია.

image

ფლებექტომია-

ვენის ან მისი ნაწილის ქირურგიული მოცილება, ამოკვეთა. ფლებექტომიას მიმართავენ ვენების ვარიკოზული დაავადების მძიმე ფორმების დროს.

image


საუკეთესო ხალხური მეთოდი(საწყის ეტაპზე)-

300 გ ჩვეულებრივი წაბლი გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან, წვრილად დაჭერით და მოათავსეთ 0, 5 ლიტრიან მუქი ფერის ბოთლში. დაასხით არაყი ბოთლის პირამდე და დაახურეთ თავსახური. დადგით 2 კვირით დასაყენებლად ბნელ, თბილ ადგილას და ყოველ დღე შეანჯღრიეთ ბოთლი. ნაყენი დილა-საღამოს შეიზილეთ ფეხებზე


image
იხილეთ აგრეთვე



0
366
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0