x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ახალი აფიორა საქართველოში? ვინ აკეთებს ფულს კონცერტების ბილეთებით?
image
10 დეკემბერს თბილისში დაგგმილი იყო კრის ნორმანის კონცერტი, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ 'სმოუკის" ექს-ვოკალისტი კონცერტს აღარ გამართავდა, გაუგებრობას ისიც დაემატა, რომ მიუხედავად დაპირებისა TKT.GE-ზე გაყიდული ბილეთების თანხა თავის საკომისიო დანამატით მომხმარებელს უკან დაუბრუნდებოდა არ შესრულდა, TKT.GE ხელს ორგანიზატორისკენ იშვერს, ჩვენი მოვალეობა მხოლოდ ბილეთების გაყიდვაა, კიდევ უფრო უცნაური ის ფაქტია, რომ კრის ნორმანის "ჩამომყვანი ორგანიზაცია" EASYLOAN.GE. აღმოჩნდა, -ონლაინ სესხების კომპანია.


კიდევ უფრო საფუძვლიანად გაჩნდა ეჭვი მას შემდეგ, რომ ფინანსურ მაქინაციებთან და ფულის კეთების ახალ მეთოდთან გვაქვს საქმე, როდესაც იგივე მოხდა კრის რის კონცერტზეც, ბრიტანელი ბლუზ-როკ მუსიკოსის ჩამოსვლა 30 დეკემბერს იყო დაგეგმილი, ბილეთების ნაწილი გაიყიდა (ამჟამად დროებით შეჩერებულია დეკემბრის დასაწყისში სცენაზე ცუდად გახდომის გამო, )თუმცა როგორც მუსიკოსის ოფიციალური ვებ-გვერიდან ჩანს იგი არც მანამდე აპირებდა თბილისში ჩამოსვლას, (ისევე როგორც კრის ნორმანის ოფიციალური ვებ-გვერდიდან)ყოველ შემთხვევაში მისი ტურნეს კალენდარში თბილისი საერთოდ არაა ნახსენები, არა და ნებისმიერმა მუსიკოსმა რამდენიმე თვით(ზოგჯერ ერთი წლითაც) იცის სად უნდა გამართოს კონცერტი.

გაუგებრობას ისიც მატებს, რომ დაბნეულმა TKT.GE -მ ისიც არ იცის ვინაა კრის რის კონცერტის ორგანიზატორი, ხან წერს, რომ შპს ნიჯ გრუპი''-ისა, რომელიც ინტერნეტით საერთოდ არ იძებნება, შემდეგ კი აცხადებს შპს "კობე" არისო, ბოლოს კი საერთოდ აღარ ახსენებს ორგანიზატორს და თუთიყუშივით იმეორებს:

"ორგანიზატორების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე კონცერტის ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია. ორგანიზატორები არკვევენ კონცერტი ჩატარდება თუ არა. მათივე განცხადების მიხედვით 28 დეკემბრიდან გახდება უკვე ცნობილი ამ კონცერტთან დაკავშირებული დეტალები.(მანამდე 26 დეკემბერი ეწერა)."



აუცილებელია შესაბამისი საგამოძიებო სამსახური და ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს ამ საქმით, მით უმეტეს დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც იმაზეც კი ვერ იღებენ პასუხს დაუბრუნდებათ თუ არა ბილეთებში გადახდილი თანხა უკან აპირებენ მიმართონ შესაბამის უწყებებს.


მანამდე კი ერთადერთი რჩევა, რომ თავი დავიცვათ მსგავსი გაუგებრობისგან და თაღლითობისგან არის, ბილეთის შეძენის წინ აუცილებლად მოინახულეთ კონკრეტული მუსიკოსის ოფიციალური ვებგვერდი და გახსენით განყოფილება tour date, თუ იქ თბილისი ან საქართველო მოხსენიებული არ იქნება, ნუ შეიძენთ ბილეთებს.

image

image
image
image
image


0
173
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0